სხვა ბავშვთა გადაცემის წამყვანი ზოოფილიაშია ეჭვმიტანილი 2019, 11 ოქტომბერი, 14:57 ![]() ბრიტანულ CBBC -ზე ბავშვთა გადაცემის წამყვანს სტივენ კიშს(Stephen Kish) ბრალად ედება ცხოველების პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტის შენახვა. ამის შესახებ წერს გამოცემა Broghton & Hove News. კიშს აღმოუჩინეს 27 სურათი, სადაც ასახულია ადამიანის და ცხოველის სქესობრივი აქტი. 30 წლის ტელეწამყვანმა მის წინააღმდეგ გამართულ პირველ სასამართლო პროცესზე არ სცნო თავი დამნაშავედ. შემდეგი მოსმენა 31 ოქტომბერს არის ჩანიშნული. მანამდე, კიში გირაოთი გაათავისუფლეს. განაჩენის გამოტანამდე კი ტელეწამყვანს ეკრძალება ძაღლების სიახლოვეს ყოფნა. აღსანიშნავია, რომ კიში ფლობს ძაღლების გასეინების სერვისს Tails Of Love Pet Care.-ს. კიში ოფიციალურად Officially Amazing-ის ზოგიერთი გადაცემის წამყვანი იყო, რომელთა მონაწილეები ცდილობდნენ გინესის უცნაური და სასაცილო რეკორდების მოხსნას. პროგრამა მაუწყებლობს CBBC– ზე, -ბავშვთა არხზე, რომელიც ეკუთვნის BBC– ს. ამჟამად კიშის წარმოდგენილი შოუს ნომრები მიუწვდომელია ტელეკომპანიის ვებგვერდზე. 2008 წლიდან ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია ძალადობის შემცველი პორნოგრაფიული მასალების შენახვა, მათ სიაშია ზოოფილია და ნეკროფილია, სასჯელი სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 131 3-ს მოსწონს
|