x
მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც 20 ივნისს თვალი დაკარგეს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ
image



გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ 20 ივნისს აქციის დაშლის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს.


კვლევის თანახმად, 20 ივნისს აქციის დაშლისას სულ 202 მოქალაქე დაშავდა, მათგან 15 კი ჟურნალისტი იყო. დაშავდა ასევე 73 სამართალდამცავი.

დაშავებული მოქალაქეებიდან 26 მათგანს ოპერაციის ჩატარება დასჭირდა, აქედან ორ ჟურნალისტს. ქირურგიული ჩარევა საჭირო გახდა ორი პოლიციელის შემთხვევაში.


აქციაზე დაშავებული ორი მოქალაქე მდგომარეობიდან გამომდინარე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

აქციის დაშლილას ცალი თვალი და შესაბამისად მხედველობა დაკარგა ასევე ორმა ადამიანმა.


ამ ფონზე კი ამ დრომდე გამოძიებამ დაზარალებულად მხოლოდ 4 მოქალაქე ცნო. მაშინ, როდესაც სამართალდამცავების შემთხვევაში იგივე ციფრი 67-ს უტოლდება. აღნიშნული მონაცემები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა.

დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ 18 წლის მაკო გომურს და „რუსთავი 2“-ის ყოფილ დაცვის თანამშრომელ გიორგი სულაშვილს. ორივე მათგანმა აქციის ძალადობრივად დაშლისას თვალი დაკარგა, თუმცა სახელმწიფო მათ დაზარალებულებად დღემდე არ აღიარებს.


რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, 20 ივნისს მომხდარი მოვლენების გამო ადმინისტაციული წესით დააკავეს 305 აქციის მონაწილე. როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი, დემონსტრანტების აბსოლიტურ უმრავლესობას პატიმრობა მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე შეუფარდეს, პროცესები კი დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა, რის გამოც დაკავებულებმა საკუთარი უფლებების სათანადოდ დაცვა ვერ შეძლეს.


რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ სისხლის სამართლერივ პასუხისმგებლობაში მიეცა აქციის 19 მონაწილე, მათგან 16 კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. „საერთაშორისო გამჭირვალობა“ ამბობს, რომ პროკურატურის შუამდგომლობები უმეტესად შაბლონური იყო და მხოლოდ ზოგად მსჯელობას ექვემდებარებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც დააკმაყოფილა ისინი და დაკავებულებს ყველაზე მძიმე აღკვეთის ფორმა - წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


პატიმრობაში რჩება ბესიკ თამლიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ ლევან ჯიქურს, იგი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მეტად მძიმეა, მას პარალიზებული აქვს ცალი მხარე და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.


„საერთაშორისო გამჭირვალების“ კვლევაში წერია, რომ 20 ივნისს აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სულ სამი პოლიციელი დააკავეს. აქედან ერთს აღკვეთის ღონისძიებად თავიდანვე გირაო შეეფარდა, ხოლო ორ მათგანს პატიმრობა, რომელიც მოგვიანებით ორივეს ასევე გირაოთი შეეცვალა. აქედან ერთ-ერთი ბრალის აღიარების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გათავისუფლდა. ამ მომენტისთვის ყველა დაკავებული პოლიციელი უკვე თავისუფალია.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0