x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ ხდებოდა მკერდის გადიდება 100 წლის წინ? თქვენ იცოდით?
image
სილამაზისა და მოდის გულისთვის, რისი გადატანა აღარ გვიწევს ქალებს! "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს"-ო ნთქვამია, ჰოდა, ჩვენც მზად ვართ ხოლმე გასარისკავად, რადგან სამწუხაროდ, ბუნებამ ყველა ქალს არ მისცა ის, რაც სილამაზისა და სრულყოფილების სტანდარტებს შეესაბამება.


image


XIX-ე საუკუნეშიც უწევდათ ქალებს, ყოფილიყვნენ ისეთი მიმზიდველი და ლამაზები, როგორებიც ცნობილ პორტრეტებსა თუ ჟურნალის ყდებზე იყვნენ; მაგრამ, რა უნდა მოემოქმედებინათ მათ იმისათვის, რომ ჰქონოდათ, მაგ, უფრო დიდი ზომის მკერდი?


იმდროინდელი ჟურნალები ძირითადად ეწეოდა იმ აბებისა და მიქსტურების რეკლამას, რომლებიც დაეხმარებოდა ქალებს მკერდის გაზრდაში, რომელიც ბუნებამ არ არგუნა. ასევე ძალიან ცნობილი იყო "საცხი მკერდისთვის", რომელიც მკერდზე უნდა შეგეზილათ და რეკლამას თუ დავუჯერებდით, მისი რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, ნამდვილი ჯადოსნობა მოხდებოდა. მაგალითად, საფრანგეთში კარგად მუშაობდა "ჯადოსნური პილულების" რეკლამა, რომელიც ასევე ხელს უწყობდა მკერდის ზრდას.



მაგრამ თუ მიქსტურები და მედიკამენტები არ გაუმკლავდებოდნენ ბიუსტის გაზრდის ამოცანას, დასახმარებლად მოვიდოდა სპეციალური აპარატურა Princess Bust Developer-ი, რომელიც იყო დგუშის მსგავსი და ასევე, თუ რეკლამას დაუჯერებდით, აძლიერებდა მკერდის კუნთებს, ხელს უწყობდა კაპილარების გამკვრივებას და ჭიმავდა ბიუსტის მოჩვარულ კანს. უამრავმა ქალმა დატესტა ყველა ზემოთ ხსენებული მეთოდი, მათგან გარკვეული ნაწილი კმაყოფილი დარჩა, ნაწილმა კი ყველა მეთოდი გააპროტესტა და უშედეგოდ ცნო.


ვისი ბიუსტიც გაუზრდელი დარჩა, ქალების ამ ნაწილმა უკვე მკერავ(ებ)ს მიმართა. ასე რომ, 1860-იან წლებში უკვე იკერებოდა ბამბის ქოსივილისგან ისეთი ბიუსტჰალტერები, რომლებშიც მკერდის მოცულობისთვის ქალებს შეეძლოთ რამე ჩაედოთ.


image



ცოტა მოგვიანებით კი აღნიშნული ბიუსტჰალტერის კარგი პატენტი გაჩნდა ბაზარზე სახელწოდებით "Lemon Cup".



image


ერთი შეხედვით, მარტივი და ბამბის გროვა ბიუსტჰალტერი, სულაც არ იყო იოლი ვარიანტი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამ ორი ბალიშის შიგნით იმალება პატარა ზამბარა, რომელიც ვეშაპის ულვაშით ფიქსირდებოდა მასზე ჰორიზონტალურად. როდესაც კორსეტი ბიუსტჰალტერს ედებოდა, მკერდი აწვებოდა ვეშაპის ულვაშს და ზამბარაც იჭიმებოდა, სწორედ ეს იძლეოდა იმის შთაბეჭდილებას, რომ მკერდი დიდი ზომის იყო.


Woven Celluloid და Cotton Bust Improver, 1890-ნი წლების ბრენდული ბიუსტჰალტერები იყო.




უკვე 1905 წელს კი მოდაში მკერდის გასადიდებლად ასეთი კორსეტები შემოვიდა, რომელიც მხოლოდ 10 წლის მანძილზე დარჩა მოდაში.


image



ზოგჯერ, ბრწყინვალებისკენ სწრაფვა გვიბიძგებს ხოლმე უწყინარი ზრახვებისა და ტყუილისკენ.



0
209
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0