საქართველო "შევწუხდი ღარიბების ზუილით, სახლში ეყარეთ, თუ ევროპული ფასები არ მოგწონთ" - ქეთი დევდარიანი 2019, 8 ოქტომბერი, 14:18 ტაქსებისთვის დაწესებულ რეგულაციებსა და ტაქსით მგზავრობის ტარიფის გაძვირებას ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებში. თემას სარკაზმული იუმორით "ჩცდ"-ს სცენარისტი ქეთი დევდარიანი ეხმიანება: "შევწუხდი დილიდან ღარიბების ზუილით ტაქსის გაძვირებაზე. სახლში ეყარეთ, თუ ევროპული ფასები არ მოგწონთ", - წერს ქეთი დევდარიანი. პირობას გაძლევთ, რომ თბილისი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ევროპულ ქალაქებში ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ტაქსების რეფორმაზე საუბრისას განუცხადა. კალაძის თქმით, მიმდინარე რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ჩვენ ორი წლის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ტაქსები ამ რეფორმაში არის ერთ-ერთი მიმართულება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება - ავტობუსი, მეტრო, ტაქსები. ქალაქში გადაადგილება იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული. თუ არის რიგი შემთხვევები ტაქსებით მგზავრობის გადამეტებული ფასების, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ტაქსს ჰყავს თავისი კლიენტი, შესაბამისად, როდესაც ქალაქში დაწყებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამხელა რეფორმა, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომლებიც არის კატასტროფულ მდგომარეობაში. როგორც „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აღნიშნავს, აუცილებელია ტაქსების რეგულაციის გადახედვა, რადგან ტაქსით მომსახურება გაძვირებულია, რის გამოც დატვირთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მგზავრთნაკადის გაზრდისთვის მზად არ არის. მე ის მიკვირს, როგორც წესი, ქალაქის მერი ეკითხება ხოლმე საზოგადოებას რა ფერის ავტობუსი უნდათ, ქვაფენილი დააგოს თუ ასფალტი, მაგრამ ტაქსები იყო ის შემთხვევა, როდესაც საერთოდ არავის არაფერი არ ჰკითხეს, არადა დედაქალაქის მცხოვრებელს შეიძლება ზუსტად ტაქსის ფერი აერჩია, მაგრამ არ ჰკითხეს. ამ რეგულაციებით ვიღებ იმას, რომ კრიზისია შექმნილი მგზავრთა გადაყვანაში და ჩვენ ვეუბნებოდით თბილისის მერიას, რომ ტაქსების რეფორმამ არ უნდა დაასწროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. მოხდა ისე, რომ ერთ დროს იაფიანი ტაქსი გახდა ძვირი, შესაბამისად, მგზავრთა ნაკადი გაიზარდა ავტობუსების და მეტროს მიმართულებით და ეს ორი უკვე მზად არაა გაზრდილი მგზავრთნაკადის მისაღებად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორგებული გარკვეულ მსხვილ ბიზნესზე. რამდენიმე კომპანია შეიძლება ფიქრობდეს თეთრი ავტომობილების შემოყვანას, ეს არ არის ფაქტებით დადასტურებული, თუმცა გაჩნდა მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ მსხვილი კომპანიების შემოსვლას”, - განაცხადა მესხიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო. "პოლიციამ დააკავა მოქალაქე და კრიმინალურ ავტორიტეტებს მოსაკლავად გადასცა. 2019 წელი" - ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ საქმეზენახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 241650 1-ს მოსწონს 1-ს არა
|