სხვა ზუსტად 13 წლის წინ, მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან უმოწყალოდ მოკლეს პუტინ-კადიროვის რეჟიმის პირველი მამხილებელი 2019, 8 ოქტომბერი, 13:06
ზუსტად 13 წლის წინ, მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან უმოწყალოდ მოკლეს პუტინ-კადიროვის რეჟიმის პირველი მამხილებელი, საქართველოს დიდი გულშემატკივარი, უშიშარი და დაუმორჩილებელი ჟურნალისტი ქალი, ანა პოლიტკოვსკაია.
90-იანებში, პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, რუსეთი მოიცვა ტერორის ტალღამ. ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდა საცხოვრებელი კორპუსები, დაიღუპა ასობით ადამიანი და მაშინ რუსული პროპაგანდისტული მანქანის ამოქმედების შედეგად ყველა ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჩეჩნებს ეკისრებოდათ. პუტინის რეიტინგის ზრდისთვის საჭირო იყო ჩეჩნეთის მეორე ომი და ხალხმა მაშინ ადვილად დაუჯერა ახლად გამოჩეკილ პრეზიდენტს, რომელიც "ტერორისტების" მიმართ ყველაზე უხეშ ტერმინოლოგიას იყენებდა და მათი განადგურების პირობას დებდა. თუმცა უბრალო დაუდევრობის გამო, მაშინვე გამოაშკარავდა, რომ ტერაქტებს რეალურად აწყობდნენ რუსული სპეცსამსახურები. დღეს რუსეთში, ფაქტობრივად ყველამ იცის, რომ 90-იანების ტერაქტები პუტინის მიერ არის მოწყობილი, თუმცა ხმის ამოღებას მაინც ვერავინ ბედავს. დიდიწილად სწორედ ანა პოლიტკოვსკაიას დამსახურებაა, რომ მოხდა პუტინის და რუსული სპეცსამსახურების მხილება ამ ტერაქტებთან დაკავშირებით. ეს მამაცი ქალბატონი ატარებდა დამოუკიდებელ გამოძიებებს და მან სააშკარაოზე გამოიტანა უამრავი საქმე, რომლებშიც პუტინი და კადიროვი იყვნენ მთავარი ფიგურანტები. ის ასევე აგროვებდა მასალებს რუსი სამხედროების მხეცობებზე ჩეჩნური მოსახლეობის წინააღმდეგ. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ახმედ ზაკაევი, დამოუკიდებელი ჩეჩნეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია ბრიტანეთში, ეხვეწებოდა მას, რომ წამოსულიყო რუსეთიდან და ყოველ ჯერზე ის იღებდა უარს. ანა პოლიტკოვსკაია არის ერთ-ერთი იმ იშვიათ ადამიანებს შორის, რომლებიც თავიდან ბოლომდე აანალიზებდნენ თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა მათ საქმიანობას, ყოველდღე უყურებდნენ სიკვდილს თვალებში და მაინც უარს ამბობდნენ რუსეთის ფარგლებს გარეთ თავისის აქმიანობის გაგრძელებაზე. მარადიული ხსოვნა დაუმორჩილებელ სულს, დაუმორჩილებელ ქალბატონს! 193 5-ს მოსწონს
|