მოგზაურობა შვებულება ჯოჯოხეთში - 53 წლის ბრიტანელი მამაკაცის მოგზაურობა ISIS-ის ხალიფატში 2019, 8 ოქტომბერი, 11:29
53 წლის ბრიტანელი მამაკაცი, სახელად ენდი დრიური ირწმუნება, რომ იგი პირველი ადამიანია, რომელმაც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში საკუთარი შვებულების გატარება გადაწყვიტა და ამისათვის მან 4000 ევრო გადაიხადა.
ენდი სამშენებლო კომპანიის მესაკუთრეა Guildford-ში და ბოლო 20 წლის განმავლობაში მოგზაურობს ისეთ ადგილებში, სადაც ფეხის დადგმას არცერთი ჩვენგანი ისურვებდა. ენდი ომის ვეტერანია და ქურთებთან ერთად, წინა ხაზზე იბრძოდა ბაშირში, ISIS-ის წინააღმდეგ. იგი ერთხელ პირისპირ შეეჩეხა მტერს ჩაფხუტისა და დამცავი ჟილეტის გარეშე. თუმცა, საბედნიეროდ გაქცევით გადაირჩინა თავი.
ვიზისა და ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე, ენდიმ ნამდვილი ჯოჯოხეთის შუაგულში - მოსულში იმოგზაურა. მოსული ოდესღაც ISIS-ის ხალიფატის ცენტრს წარმოადგენდა და ამჟამად სრულიად დანგრეულია. ენდის ვიზიტის ძირითადი მიზეზი ის გახლდათ, რომ მისი რამდენიმე თანამებრძოლი კვლავ ცოცხალი იყო და დანგრეულ მოსულში ცხოვრობდა. მოგზაურმა გაიცნო ადგილობრივებიც, რომლებიც ცდილობდნენ განადგურებული ქალაქის აღდგენას და ახალი ცხოვრების დაწყებას. ენდის თქმით, მის მიერ დათვალიერებულ ადგილებში მოგზაურობა ახლა უფრო მეტად რთულია, ვიდრე ეს გახლდათ 2016 წელს, როდესაც იგი მტრის წინააღმდეგ იბრძოდა. ქალაქში შესვლისას, მაშინ, როცა ენდის საგუშაგოსთან შემოწმება უნდა გაევლო, ჯარისკაცებმა იარაღი მისი მიმართულებით ასწიეს. მოგზაურმა მაშინვე იგრძნო, რომ ადგილობრივებს ის სძულდათ. შემოწმების შემდეგ მას ტაქსის მძღოლი მიუახლოვდა და Kirkuk-ში წაყვანა შესთავაზა. ენდიმ იკითხა, თუ როგორ შეეძლო მძღოლს შეუმჩნევლად მისი წაყვანა, მძღოლმაც მიუგო, რომ იცოდა შემოვლითი გზები, რომელთა საშუალებით ადრეც წაუყვანია მგზავრი. ენდი მოგზაურობისას ძალიან ღელავდა, ვინაიდან ის რეალურად იმყოფებოდა ისეთ ადგილებში, სადაც არ უნდ აყოფილიყო. Kirkuk-იდან იგი ტაზაში წავიდა. გზაზე ენდი ათვალიერებდა პლაკატებს, რომლებზედაც ნაწამები ხალხი იყო გამოსახული და ცდილობდა ნაცნობი სახეების პოვნას. ბოლო შემოწმებისას ტაზაში, ენდიმ აჩვენა ადგილობრივ ჯარისკაცებს სურათი, რომელზედაც იგი თანამებრძოლებთან ერთად იყო გამოსახული. ჯარისკაცები ყველას იცნობდნენ, ერთზე მიუთითეს, რომ მოკლულია. ენდი საკმაოდ იმედგაცრულებული დარჩა ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თუმცა მას სურდა დანარჩენი თერთმეტი თანამებრძოლის ნახვა, ვინაიდან იგი მათ 2016 წელს დაჰპირდა, რომ აუცილებლად ნახავდა. ენდის მოგზაურობიდან საშინელი მოგონებები დარჩა და ფიქრს ვერ წყვეტს ადგილობრივებზე. იგი გაესაუბრა ხალხს, რომლებმაც მთელი ოჯახი დაკარგეს ISIS-ის დამსახურებით, რომელიც ან ხვრეტდა, ან ხიდიდან აგდებდა ადგილობრივებს. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი მოსულის საავადმყოფო გახლდათ, სადაც მას უამრავი გარდაცვლილი ადამიანის სხეული დახვდა. ისინი ISIS-ის მიერ იქნენ დახვრეტილი. 312 2-ს მოსწონს
|