სხვა მომავლის გასაოცარი ტექნოლოგიები 2012, 31 ივლისი, 1:42 ტექნოლოგია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ის შემოიჭრა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და დღესდღეობით მას თითქმის ყველა სფეროში ვიყენებთ. ალბათ საუკუნეების წინ წარმოუდგენლად მოეჩვენებოდათ თუ დღეს ავტომობილებით ვივლიდით ან ტელეფონით ვიკონტაქტებდით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, დღეს ჩვენ ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ვიმყოფებით და მეცნიერები უფრო და უფრო საინტერესო სიურპრიზებს გვპირდებიან მომავალში. ამ სტატიაში მე წარმოგიდგენთ მომავლის პროექტებს, რომელთა განსახორციელებლად მეცნიერები თავდაუზოგავად მუშაობენ.
გონების წაკითხვა ![]() ეს არის IBM-ის გასაოცარი პროექტი, რომლის მიხედვითაც ცდილობენ გამოიგონონ სპეციალური აპარატი, რომელიც შეძლებს წაიკითხოს თქვენი აზრები, გადასცეს ის კომპიუტერს და ამით მართოს რომელიმე კონკრეტული მოწყობილობა. კომპანია იუწყება რომ ეს პროექტი უკვე რეალობა იქნება 5 წელიწადში. "როდესაც გინდა ვინმეს დაურეკო, ეს მაშინვე ხდება"_ აცხადებს IBM-ის წარმომადგენელი _ "ან თუნდაც შეგიძლია აკონტროლო კურსორი შენი კომპიუტერის ეკრანზე, ამისთვის კი მხოლოდ გაფიქრებაა საჭირო. ეს ხომ არაჩვეულებრივია".. :)) ლიფტი კოსმოსში ![]() რობოტები ![]() მფრინავი ავტომობილები ![]() ალბათ უმეტესებას წარმოუდგენლად მოეჩვენება ეს პროექტი, თუმცა ეს რეალობაა და უფრო მეტიც, ასეთი ავტომობილი უკვე შექმნილია რომლის ხილვაც შესაძლებელი იქნება 2012 წლის ნიუ იორკის ავტოშოუზე. გამომგონებელთა თქმით ეს სულაც არ არის დაუჯერებელი, თუ ჩვენ გვაქვს მატარებელი, თვითმფრინავი, გემი რატომ არ შეიძლება გვქონდეს მფრინავი მანქანა?! გარდა ამისა, მათი აზრით ასეთი ტიპის ავტომობილები ხელს შეუწყობენ საგზაო საცობთა შემცირებას. ხელოვნური ხორცი ![]() ავტომატურად მართვადი ავტომობილები ![]() კომპანია Google-ის ეს შესანიშნავი პროექტი ითვალისწინებს ავტომობილების მართვას მძღოლების გარეშე. მათი აზრით ეს უფრო მარტივს და უსაფრთხოს გახდის მგზავრობას. ეს პროექტი უკვე დააპატენტა კომპანიამ და იგი ტესტირებას გადის ნევადაში. 577 6-ს მოსწონს
|