სხვა ეს საოცარი რიცხვი ,,შვიდი,, 2012, 7 აპრილი, 17:26 “შვიდი“ დიდი ხნის განმავლობაში ჯადოსნურ რიცხვად ითვლებოდა. ბაბილონელები შვიდ პლანეტას იცნობდნენ, შვიდდონიან ტაძრებს აგებდნენ და კვირაში შვიდი დღე ჰქონდათ. “შვიდი“ მრავალ რელიგიაში წმინდა რიცხვად ითვლება: ებრაულ შანდალს ანუ მენორას შვიდი განშტოება ჰქონდა, ხოლო ბიბლიაში ეს რიცხვი 500-ზე მეტჯერ მოიხსენიება.ალბათ იმიტომ, რომ ბედნიერების მომტან რიცხვად ითვლება. “შვიდი“ ანდაზებსა და გამოთქმებში გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა რიცხვი. “შვიდი“ ადამიანის ყველაზე საყვარელი რიცხვია და როდესაც 1-დან 10-მდე ნებისმიერი რიცხვის დასახელებას თხოვენ, ადამიანები ყველაზე ხშირად 7-ს ასახელებენ. შვიდი ობიექტისგან შემდგარი სია ყველაზე გრძელი სიაა, რომელსაც ადამიანი ადვილად იმახსოვრებს... შვიდი სასიკვდილო ცოდვა ![]() შვიდი სასიკვდილო ცოდვაა:გაუმაძღრობა, სიზარმაცე, ვნება, პატივმოყვარეობა, მრისხანება, შური და სიხარბე. ეს ცოდვები ბიბლიაში ნახსენები არაა, მაგრამ ქრისტიანმა მწერალმა თომა აქვინელმა(1225-1274) მათ ყველაზე საშინელი ცოდვები უწოდა, რისთვისაც სასჯელი ძალიან მკაცრი უნდა ყოფილიყო. (ნახატი “შვიდი სასიკვდილო ცოდვა“ ეკუთვნის მე-15 საუკუნის მხატვარს იერონიმუს ბოსხის). ცისარტყელას შვიდი ფერი სინათლე იმ გამოსხივების ნაწილია, რომელსაც ელექტრომაგნიტური სპექტრი ეწოდება. ის უხილავ რადიოგამოსხივებასაც შეიცავს და რენტგენის სხივებსაც. თეთრი სინათლე შვიდი ფერისგან: წითლის, ნარინჯისფერის, ყვითლის, მწვანის, ცისფრის, ლურჯისა და იისფრისგან შედგება, მაგრამ ამ ცალკეული ფერების დანახვა მხოლოდ განსაკუთრებულს პირობებშია შესაძლებელი. როდესაც მზის სინათლე წვიმის წვეთებს ეცემა, ის იშლება, წვეთებში გარდატყდება და ცისარტყელას ქმნის. ![]() შვიდი ჯუჯა ფიფქიასა და შვიდი ჯუჯას ცნობილი ზღაპარი მე-19 საუკუნის გერმანელმა მწერლებმა, ძმებმა გრიმებმა თავიაანთი ზღაპრების კრებულში შეიტანეს. ჯუჯებს 1937 წელს უოლტ დისნეის ნახატ ფილმში შეერქვათ სახელები, რომლებიც ზუსტად შეეფერებოდა თითოეული მათგანისხასიათს-მორცხვი, ჭკუის კოლოფი, გაბრუებული, ბუზღუნა, მხიარული, მძინარა და ცემინა. ![]() ისევ “შვიდი“
1649 3-ს მოსწონს
|