შოუბიზნესი მე-20 საუკუნის ადამიანები, რომლებიც ცნობილ სახეებს საოცრად ჰგვანან 2019, 7 ოქტომბერი, 13:43 ჩასახვის დროს, თითოეული ჩვენგანის გარეგნობა ცნობილი ამერიკული სათამაშო - "კარტოფილის თავი"-ს მსგავსად იწყობა. ცხვირი - დედისგან, თვალები - მამისგან, თავის ფორმა ბაბუისგან, ხოლო პირი კი, - ბებიისგან გვერგება. ხანდახან ასეთი გენეტიკური "კოქტეილები" საკმაოდ საინტერესო შედეგს იძლევა, რომელიც საბოლოოდ, ცნობილ ადამიანებთან საოცარი მსგავსებით გვირგვინდება. დღეს მსურს სწორედ ის ადამიანები გაგაცნოთ, რომლებმაც სწორედ ახლა გააცნობიერეს, რომ მათი ნათესავები და ასევე, მათი ახლობლების ნათესავები ფოტოზე, ისეთივე საეჭვო სიზუსტით გამოიყურებიან, როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავები. მაშ ასე, მოდით ვნახოთ თანამედროვე სელებრითების ორეულები გასული საუკუნიდან, რომლებიც ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. პ.ს: ნუთუ რეინკარნაცია ნამდვილად არსებობს?"ჩემი დიდი ბაბუა ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც მეთიუ მაკონაჰი ""70-იან წლებში, ბიძაჩემი ნიკი, როცა დასავლეთ ვირჯინიაში ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა, ვფიქრობ, რომ რაიან რეინოლდსს ძალიან ჰგავდა""1952 წელს, ბებიაჩემი, თეთრკანიანი ებრაელი, ბარაკ ობამას მსგავსად გამოიყურებოდა""ჩემი დიდი ბაბუა ჯონი დეპს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა""ჩემი მეგობრის ბებია, ზედგამოჭრილი ჯონ ტრავოლტა იყო""ბიძაჩემი ფილმ - "მაკულატურას" ვარსკვლავს საოცრად ჰგავდა.""ჩემი მეგობარი გოგონას 80 წლის ბაბუა ახალგაზრდობაში ლეონარდო დიკაპრიოს მსგავსად გამოიყურებოდა""ჩემი დიდი ბებია და ჯიმი კიმელი, საოცარი მსგავსებაა, რას იტყვით? ""როცა ჩემი მეგობრის მამა საზღვაო ძალებში მსახურობდა, ის ჯეიმს ფრანკოს საოცრად ჰგავდა""ჩემი მეგობრის მამა ზეკ გალიფიანაკისივით გამოიყურებოდა""მამაჩემი და კევინ ბეიკონი""ბებიაჩემი ახალგაზრდობაში სკარლეტ იოჰანსონს ჰგავდა""ბაბუაჩემი, ამერიკელ მწერალსა და ჟურნალისტს - ჰანტერ ტომპსონს საოცრად მოგაგონებდათ""1956 წელს, ბაბუაჩემი ჯარში გაიწვიეს, ჩემი აზრით, ის ზაკ ეფრონს ძალიან ჰგავდა""პატარაობისას ჩემი ბიძაშვილი და კრის ფარლი""1936 წელს ბებიაჩემი არია სტარკივით გამოიყურებოდა""ჩემი მეგობრის მეგობარს დიდი ბებია ჰყავდა, რომელიც ერთი შეხედვით, სტივ მარტინის კლონს მოგაგონებდათ""1961 წლის თებერვალში, ჩემი მშობლების ქორწილის დღეს, ვფიქრობ, რომ მამა მეთ დეიმონს საოცრად ჰგავდა""40 წლის წინ, ჩემი სიმამრი ენდი სამბერგს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა"ბონუსი: ჯასტინ ტიმბერლეიკი, მე -19 საუკუნის კრიმინალური ავტორიტეტის - ჩარლზ ბერნსის ცოცხალი განსახიერებაა246 1-ს მოსწონს |