საქართველო ანრი ოხანაშვილი: არანაირი შემწყნარებლობა. რა ელის ილია ჯიშკარიანს 2019, 7 ოქტომბერი, 12:32 ![]() აღსანიშნავია თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით: -თუ ჯიშკარიანს დაუმტკიცდება ბრალდება, რათქმაუნდა გამოძიების წინაშე უნდა აგოს პასუხი. მე მგონია რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს მანდატი, რადგან ეს შეიძლება არის არასწორი ინფორმაცია. ჩემთვის, როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის ეს არის მძიმე - აცხადებს კალაძე. შეგახსენებთ რომ, ქართული ოცნების დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, საკუთარი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. თოდაძე ყვება რომ 30 სექტემბერს, ისნის მაჟორიტარის ოფისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯიშკარიანმა მასზე ჯერ სექსუალური ძალადობა სცადა და შემდეგ ტელეფონი დაუმტვრია. 133 შეფასება არ არის
|