ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი 9 ფოტო, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სოციალური ქსელების ნდობა არ შეიძლება 2019, 6 ოქტომბერი, 13:04 შეიძლება ითქვას, რომ სოციალურმა ქსელებმა ჩვენი ცხოვრება მთლიანად მოიცვა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სწორედ ამ ავადსახსენებელ, ვირტუალურ სამყაროში დროის უდიდეს ნაწილს ვატარებთ. ალბათ, თითოეულ ჩვენგანს უკვე მანიად ექცა საკუთარი ფოტოების საჯაროდ გამოქვეყნება, ცხოვრებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების საქვეყნოდ გაზიარება და ასევე, სხვების ცხოვრებისთვისაც თვალის აქტიურად დევნება. დამეთანხმეთ, რომ არსებული რეალობა ერთგვარ აბსურდის თეატრად იქცა. თუმცა გულწრფელები, რომ ვიყოთ ყველა ეს ფოტოსურათი - ჩვეულებრივი ფარსია. ადამიანები რასაც ხედავენ, ყველაფრის სჯერათ, ეს კი რეალობისგან საკმაოდ შორს არის... ზოგიერთს მეორე ადამიანის წარმატება გულწრფელად უხარია, ხოლო, ზოგიერთები კი სხვების წინსვლითა და პროგრესით უბრალოდ კომპლექსდებიან. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უბრალოდ ცარიელი, არაფრის მთქმელი ლამაზი სურათებია. ნიჭიერმა ფოტოგრაფებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის თვალი საბოლოოდ აეხილათ და ფოტოხელოვნების ყველა საიდუმლოს გამჟღავნებით, ადამიანებს რეალურად აჩვენეს თუ როგორ ხდება სოციალური ქსელებისთვის ფოტოების გადაღება. ეს საინტერესო ექსპერიმენტი, ვფიქრობ, რომ თქვენი ყურადღების ღირსი ნამდვილად არის.647 1-ს მოსწონს |