ვარსკვლავები ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა ვარსკვლავები 2012, 30 ივლისი, 22:39 პირველ ადგილზე ჩვენს რეიტინგში არის მომღერალი ტეილორ სვიფტი. მისმა შემოსავალმა 2012 წელს შეადგინა $ 57 მლნ. მისი ყოველი მესამე ალბომი ხდებოდა პლატინის, თანაც ეს ზედიზედ ოთხჯერ. ყოველ შოუში ტეილორს $ 1 მლნ. უხდიან. მეორე ადგილზეა 18 წლის მომღერალი ჯასტინ ბიბერი. მისი ქონება დღესდღეობით შეფასებულია $ 57 მლნ. პოპ-ვარსკვლავი ფულს არა მხოლოდ მუსიკით, არამედ ინვენსტიციებითაც შოულობს, რომლებიც ჩადებული აქვს Stamped, Tinychat და Spotify. მესამე ადგილი ერგო სექსუალურ მომღერალ რიანას. 24 წლის ასაკში ის უკვე ფლობს $ 53 მლნ. ის ოცნებობს საკუთარი სამოსის ხაზის შექმნაზე, რაც სავარაუდოდ დიდ მოგებას მოუტანს. არაორდინალურმა და უცნაურმა ლედი გაგამ დაიკავა მეოთხე ადგილი ყველაზე მაღალ ანაზრაურებად ვარსკვლავების TOP 5-ში. მას აქვს $ 45 მლნ. მოცემულ მომენტში ვარსკვლავს აქვს მსოფლიო ტურნე, რომლის შემდეგაც მისი ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზრდება. და ბოლოს, მეხუთე ადგილი ერგო 27 წლის მომღერალს, ქეთი ფერის. მისი ბიუჯეტიც, ისევე როგორც ლედი გაგასი შეადგენს $ 45 მლნ. სულ ცოტა ხნის წინ მისმა ალბომმა „Tennage Dream“-მა მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ვულოცავთ ახალგაზრდა ვარსკვლავს ამ წარმატებას. 224 3-ს მოსწონს
|