x
გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

image



„რუსთავი 2“-ის ყოფილი და „მთავარი არხის“ არხის მოქმედი ტელეწამყვანი, გიორგი გაბუნია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გაბუნია საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს, თუმცა დაკითხვის ზუსტი დრო უცნობია.


პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი გაბუნია უწყებაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა გამოიკითხოს.


ცნობისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხვალ, დილის 11 საათზე საგამოძიებო უწყებაში ნოდარ მელაძეს გამოკითხავენ.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0