x
image
ელენე გუმა
დიახ, ის 84 წლისაა და ის დამაბრმავებლად ლამაზია - მართლაც დაუჯერებელია (ფოტოები)
"საოცარი ცხოვრებით ვიცხოვრე. ბევრი ადამიანი იცით, ვისაც საპენსიო მოწმობის ფოტოები ნორმან პარკინსონმა გადაუღო?"- ამბოსბ კარმენ დელ ორეფაისი.


მან კარიერა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როცა ის 15 წლის იყო. მას შემდეგ ის მხოლოდ ამ სფეროში მოღვაწეობდა.


პენსია? - კი, მის ასაკში უკვე დროა და სახელმწიფო "რაღაც თანხას" უხდის, მაგრამ ზუსტად რამდენს, მართლა არ ახსოვს, რადგან მთელი ცხოვრება მოდის ბიზნესშია და მას იმაზე ბევრად მეტს უხდიან, ვიდრე მის საპენსიო წიგნში ირიცხება.


ზაფხულში ამ არაჩვეულებრივ ქალს იუბილე აქვს და ამის აღსანიშნავად ერთ-ერთმა ჟურნალმა ინტერვიუც ჩაწერა, სადაც მან საკვებზე და სექსზე ისაუბრა.



ამბობს რომ მიუხედავად მისი ასაკის, ის ხშირად კავდება ამ საქმით. სიმართლე თუ გინდათ, მას სექსი საკვებზე მეტად უყვარს.

"ალბათ იმიტომ რომ ჩემს სხეულში ცხელი სისხლია"- ეღიმება კარმენს.


დაიბადა ნიუ-იორკში, თუმცა მამა იტალიელი, დედა კი უნგრელი ჰყავდა.


image


"მე სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრებით ვცხოვრობ, სექსშიც ისეთივე გურმანი ვარ, როგორიც საჭმელში"- აცხადებს ის.


სხვათაშორის რაც შეეხება საკვებს. მოდელი დიეტაზე არასოდეს ყოფილა, კარგი მეტაბოლიზმის წყალობით ის ყოველთვის საუკეთესო ფორმაშია.


"მე ეს ძალიან მახარებს, რადგან მე კალორიების თვლა არ შემიძლია და ჭამა სიამოვნებას მანიჭებს, ჩემს იდეალურ ფიგურას კი კარგ მეტაბოლიზმს ვუმადლი"- აცხადებს კარმენი.


image

კარმენ დელ ორეფაისი მოხვდა გინესების რეკორდების წიგნში, როგორც მოდელი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად იდგა პოდიუმზე. ის საკუთარი თმის ფერს ატარებს და ჭაღარა არათუ შეიღება, ა რამედ იმიჯის ნაწილად გამოიყენა და საკმაოდ წარმატებულადაც. ის არაერთი წიგნის ავტორია. დაოჯახებული იყო სამჯერ, მეოთხედ მას ხელი 1980 წელს სთხოვეს, თუმცა დევიდ სასკინდი, მისი საქმრო 1987 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.


სალვადორ დალი კარმენს საკუთარ მუზას უწოდებდა.


ის 1931 წელს დაიბადა. მისი სილამაზის საიდუმლო მარტივია- ბევრი ძილი და ბევრი ცურვა.


მან საიდუმლოც გაამხილა და თქვა რომ ხანდახან პლასტიკურ ქირურგებსაც მიმართავს, რადგან არის ზოგჯერ რაღაცეები "გამოსასწორებელი".


ერთხელ ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ სიკვდილს ისურვებდა, კარმენმა უპასუხა: "მაღალქუსლიან ფეხსაცმელში".



0
216
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0