x
„ჩემი რიგიც მოვიდა“ - ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
image



„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მელაძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ, დილის 11 საათზე უნდა გამოცხადდეს.


პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს მელაძის გამოკითხვა.


საგამოძიებო უწყებაში დაბარების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ნოდარ მელაძე:



„ჩემი რიგიც მოვიდა! ხვალ 11 საათზე, გამოკითხვაზე ვარ დაბარებული მთავარ პროკურატურაში. დანარჩენი გამოკითხვის შემდეგ“ - წერს იგი პირად ფეისბუკ გვერდზე.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0