x
ხვალიდან რ2-ზე ნიკა არაბიძის შოუ იწყება

image



ხვალიდან „რუსთავი 2“-ზე ნიკა არაბიძის შოუ იწყება. გადაცემის სახელიდან გამომდინარე მარტივად საგულისხმოა, რომ მისი წამყვანი სწორედ „კომედი შოუს“ მსახიობი ნიკა არაბიძე იქნება.


„ნიკას შოუ“ ამერიკული ღამის შოუს ფორმატის იუმორისტულ პროექტს წარმოადგენს. მასში თავმოყრილი იქნება როგორც მუსიკალური, ასევე ქორეოგრაფიული და სხვა ჟანრის სატირულ-იუმორისტული ნომრები. გადაცემა აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე იქნება აგებული. იგი რუსთავი 2-ის ეთერში ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე გავა.


ნიკა არაბიძის შოუმ რ2-ზე ვანოს შოუ ჩაანაცვლა. ცნობისთვის, ვანო ჯავახიშვილმა და „კომედი ჯგუფის“ ნაწილმა ტელეკომპანია 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დატოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დაადგინა, რის შემდეგაც საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა. ამის შემდეგ რ2 ჟურნალისტების და თანამშრომლების ნაწილმა დატოვა.

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0