შოუბიზნესი "თვალს ვერ მოწყვეტთ!“: როზი ჰანთინგტონ - უაიტლისა და ჯეისონ სტეტჰემის პაპარაცული ფოტოები 2019, 3 ოქტომბერი, 18:03 როზი ჰანთინგტონ - უაიტლი და ჯეისონ სტეტჰემი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლებიან. ტოპ -მოდელი და პოპულარული მსახიობი ერთად არაერთი წელია არიან და საკუთარ მაგალითზე უკვე მერამდენედ ამტკიცებენ, რომ შოუ - ბიზნესში არსებული უდიდესი ცდუნებების მიუხედავად, ნამდვილი სიყვარული მარადიულია. პაპარაცებს საკმაოდ იშვიათად ეძლევათ იმის საშუალება, რომ სელებრითები ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთად დააფიქსირონ, ვინაიდან ვარსკვლავური წყვილი უფრო მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, ფოტოგრაფებმა შეძლეს და შეყვარებულები, კუნძულ კაპრიზე, მეგობრებთან ერთად დასვენებისას, პატარა ვაჟთან ერთად დააფიქსირეს. როგორც პაპარაცული ფოტოებიდან ჩანს, წყვილს შორის არც ვნება და არც ქიმია მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგაც არ გამქრალა.1419 შეფასება არ არის |