x
image
თამილა გურაშვილი
კანონიერ ქურდებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა იწყება- გულის ლიკვიდიაციაზე მილიონ დოლარს იხდიან

image


კრიმინალური ხელისუფლების ბადრი კოღუაშვილისა (ბადრი ქუთისსკი) და ნადირ სალიფოვის (ლოტუ გული) დაპირისპირება ფინალურ ეტაპზე შევიდა. დღევანდელი მდგომარეობით მოსალოდნელია, რომ ეს დაპირისპირება ერთერთი კანონიერი ქურდის სიკვდილით დასრულდეს.


ახლა სალიფოვი კოღუაშვილზე უკეთეს მდგომარეობაშია: გულს სერიოზული მხარდაჭერა აქვს კრიმინალურ გარემოში, მას აქვს მეტი ძალა, რესურსი და ბოევიკები, წერს სააგენტო როსბალტი სამართალდამცავ ორგანოების წყაროზე დაყრდნობით. სალიფოვი ამტკიცებს, რომ კონფლიქტი მოგვარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კოღუაშვილი და კანონიერი ქურდები ემზარ ჯაფარიძე (ქვატია) და გურამ ჩიხლაძე (კვეჟოევიჩი) პირადად მოინანიებენ საჯარო განცხადებას მასზე, რომ იგი არ არის ქურდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიკვდილი ემუქრებათ.


სააგენტოს ცნობით, ვითარების სიმძიმის გაცნობიერებით, კოღუაშვილმა დაიწყო მოსკოვის გარშემო გადაადგილება ჯავშანმანქანით, რომელსაც თან ახლავს ათეული დაცვის წევრი. ახლა კანონიერმა ქურდმა გადაწყვიტა ევროპაში წასვლა. რუსეთში ის დაუცველია გული სალიფოვისგან და მეორეც, საზღვარგარეთ, ავტორიტეტი შეეცდება მოკავშირეების პოვნას. მაგალითად, ისრაელში მცხოვრები გურამ ჩიხლაძე, ზოგიერთი ცნობით, მზად არის, დაახლოებით, 1 მილიონი დოლარი გადაიხადოს სალიფოვის მოსაკლავად.



როსბალტის პროგნოზით, უახლოეს მომავალში დაპირისპირება გამოიწვევს ძალის ღია გამოყენებას. პირველ რიგში, არა თავად სალიფოვს და კოღუაშვილს, არამედ, მათმ ახლობლებს დაესხებიან თავს.


მანამდე ცნობილი იყო, რომ კოღუაშვილმა მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთის კრიმინალურ სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან, რათა, ისინი გაეერთიანებინა გულის წინააღმდეგ ბრძოლაში. სექტემბრის შუა რფიცხვებში URA.RU- ს ინფორმაციით, ისინი ქურდულ შეკრებაზე აპირებდნენ სალიფოვისთვის ქურდის ტიტულის ჩამორთმევას.



1
597
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
597
  
2019, 2 ოქტომბერი, 19:31
მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვცნობ "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტს, ცხადზე უცხადესია "გული" არავინაა, ის ერთი ფულიანი მაფიოზია, რომელიც დიდი აზროვნებით ვერ გამოირჩევა და საქმეებს აგვარებს აზერი ქილერების დახმარებით.
"გული" გაქცეულია რუსეთიდან და საუდის არაბეთს აფარებს თავს, ბადრის დაცვით სიარული სრული ბლეფია, ერთადერთი სიმართლე ისაა, რომ ის მართლა ევროპაშია.
"გული" არასდროს მივა ბადრისთან და სხვა "ქურდებთან" შეხვედრაზე საქმის გასარჩევად, რადგან ამ აზერს დაცვის გარეშე საკუთარი ლანდისაც კი ეშინია მისი ქიკერების მიერ როვშან ჯანიევის მოკვლის მერე.
0 1 1