x
„მთავარმა“ „კურიერს“ რეიტინგში მოუგო

image



30 სექტემბერს „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებამ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებას რეიტინგებში პირველად მოუგო. ორივე არხის დღის შემაჯამებელი გამოშვება საღამოს 9 საათზე გადის.


„თი-ვი-ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებით, რომელიც გამოცემა on.ge-მ გაავრცელა გუშინ „მთავარს“ AMR (ყველა მაყურებლიდან რა წილი უყურებდა არხს დროის მოცემულ მონაკვეთში) 5.15% ჰქონდა, ხოლო „კურიერს“ 4.03%. რაც შეეხება SHARE (ჩართული ტელევიზიების წილი დროის მოცემულ მონაკვეთში) გუშინ საღამოს „მთავარ არხის“ შემთხვევაში 12.97% შეადგინა, ხოლო „რუსთავი 2“-ის 10.23% იყო.

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0