x
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალის სექსუალურობაზე აისახება

image
ექიმებმა დაადგინეს რომ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატს, გარდა იმისა რომ არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება შეუძლია, ასევე შესაძლებელია რომ მან გამოიწვიოს ძილის დარღვევა, იმოქმედოს სექსუალურ ჯანმრთელობაზე და გამოიწვიოს დეპრესია.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ daily mail-მა ისაუბრა, თუ რა არასასურველი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური აბების მიღებამ ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ, აბები პირველ რიგში გავლენას ახდენს მენსტრუალურ ციკლზე, თავის მხრივ, ეს პროცესი იყოფა ორ ნაწილად: ოვულაციის დაწყებამდე და მის შემდგომ. მეორე შემთხვევაში, ანუ ოვულაციის დაწყების შემდგომ, დომინირებს პროგესტერონი, ჰორმონი, რომელიც ამზადებს სხეულს ემბრიონის შესაძლო წარმოქმნისთვის. ჩასახვის საწინააღმდეგო აბის მიღებისას, ჰორმონის დონე ერთი და იგივე რჩება, ანუ, ოვულაცია არ ხდება. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება. ასევე, ცნობილია რომ მედიკამენტები ქალს ნაკლებად მიმზიდველს ხდის, ოვულაცია არ ხდება - ანუ ორგანიზმი არ საჭიროებს იყოს განსაკუთრებით სექსუალური ოვულაციის პერიოდში, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება.

ექიმები ურჩევენ ყველას, არ მიიღონ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები თვითნებურად. აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან. ასევე არ არის მიზანშეწონილი აბების მიღება 20 წლამდე ასაკის ადამიანებისთვიდ და მათთვის, ვისაც დეპრესია აწუხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აბებმა ისინი სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებამდე მიიყვანონ.

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:ინა გელიშ
ინა გელიშ
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0