x
ნანუკა ჟორჟოლიანი და ნოდარ მელაძე „რ2“-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ
image



„რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტები, ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი არხის წინააღმდეგ დავას იწყებენ. ისინი პაატა სალიას გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 20 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ იცავს.


ჟურნალისტების განცხადებით, მათი გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი გამოგონილი და უსაფუძვლო იყო, ხოლო რეალურად არხის ახალი მენეჯმენტს ამით „რუსთავი 2“-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურდა.


„ეს არის ბრძოლა ჩვენი უფლებებისთვის და ეს არის ბრძოლა ყველა იმ ჟურნალისტის უფლებისთვის, რომ ხვალ არც ერთ მენეჯერს, ტელევიზიის ხელმძღვანელს არ მოუნდეს და არ გაუჩდეს ცდუნება, რომ ერთ დღეს ნიუსრუმი დაცალოს მხოლოდ იმის გამო, რომ არ უნდა ტელევიზიის ეთერში იყოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ოფიციალური მიზეზი ცვლილებების, რომელიც დასახელდა „რუსთავი 2“-ში იყო გამოგონილი მიზეზი და რეალური ამ ყველაფრის მოტივი იყო სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ადამიანების ტელევიზიიდან გაშვება.“ - განაცხადა ნოდარ მელაძემ.



ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, კი პაატა სალია სახალხო დამცველის აპარატს წარდგენილი დოკუმენტაციით ატყუებს. მისი თქმით, მას გააჩნია სალიას მიერ მისთვის გაგზავნილი პირადი შეტყობინებები, რომლითაც ეს დასტურდება და ამას აუცილებლად დაამტკიცებს სასამართლოში.


„პაატა სალია არის მატყუარა, მატყუარა არა, ის არის აფერისტი უფრო გასაგები რომ იყოს რასაც ვამბობ. ის ძალიან ცრუობს მაშინ, როდესაც თან ატყუებს ისეთ ორგანიზაციას მაგ. როგორიც არის სახალხო დამცველის აპარატს უბრალოდ ატყუებს დოკუმენტაციით, შეცდომაში კი არ შეჰყავს, ატყუებს დოკუმენტაციით და მე ამას სასამართლოში დავამტკიცებ, რომ პაატა სალია კი არ აყალბებს, მაგრამ ცრუობს. მე შემეძლო მარტივად დამემტკიცებინა ეს თქვენთვის, მეკადრა და წარმედგინა ის მესიჯები, რაც მას ჩემთვის მოწერილი აქვს. აბსოლიტურად რადიკალურად განსხვავებული ვიდრე რასაც ის ატყობინებს ამ შემთხვევაში ნინო ლომჯარიას სამსახურს, უწყებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ გზით წასვლა არ არის სწორი, რომ პირადი მესიჯები წარვადგინოთ. მე ამ მესიჯებს წარვადგენ სასამართლოში და სასამართლოში დავამტკიცებ, რომ პაატა სალია არის ასმაგი სტანდარტების და მატყუარა ადამიანი.“ - თქვა ჟორჟოლიანმა.


„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“-ს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, კი რ2-ის ახალმა მენეჯმენტმა მელაძის და ჟორჟოლიანის უფლებები დაარღვია. მისი განცხადებით, მათ წინააღმდეგ შრომითი უფლებების დარღვევას კონკრეტული მიზანი ჰქონდა, რომელიც „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო.


„„რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა დაარღვია ამ ადამიანების უფლებები და ჩვენ ეს საქმე მიგვაქვს სასამართლოში და რა თქმა უნდა ყველა ინსტანციაში ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს არის კონკრეტული შემთხვევა იმისა, რომ ამ კონკრეტული პირების შრომითი უფლებები იყო დარღვეული. ცხადია, რომ ამას ჰქონდა თავისი მიზეზი და მიზანი. მიზანი იყო ის, რომ შეცვლილიყო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა.“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.


0
75
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0