შოუბიზნესი სრულყოფილი არავინაა: ფიტნეს - ექსპერტმა ვარსკვლავების სხეულის მთავარი ნაკლოვანებები გამოავლინა 2019, 28 სექტემბერი, 18:33 ბევრს ჰგონია რომ ვარსკვლავები ყველანაირად იდეალურები არიან. მათ ხომ ბევრი საშუალება გააჩნიათ რომ მუდამ შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, თუმცა, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, და მათაც ისეთივე ნაკლოვანებები აქვთ როგორც თითოეულ მოკვდავს. თვით სუპერმოდელებსაც კი, შეიძლება, რომ სხეულის გარკვეულ ზონებზე მოშვებული კანი და ცელულიტი აღენიშნებოდეთ, რომელიც გლამურული ჟურნალების ფოტოსესიებისთვის პროფესიონალების მიერ, საგანგებოდ იმალება. ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გოგონებიც თავიანთი თანატოლებისგან არაფრით გამოირჩევიან. მაშ ასე, მოდით ვნახოთ, თუ როგორ აფასებს პროფესიონალი ფიტნეს-ინსტრუქტორი ცნობილი ლამაზმანების ფიზიკურ ფორმას და ერთად გავარკვიოთ, სხეულის თუ რომელ კონკრეტულ ნაწილზე ესაჭიროებათ მათ განსაკუთრებული "მუშაობა".ჯიჯი ჰადიდი - ექსპერტის აზრით, მას მოშვებული კუნთების ტონუსში მოყვანა ესაჭიროებაბელა ჰადიდი - ფიტნეს - ინსტრუქტორის აზრით, უკეთესი იქნება თუკი მოდელი პირველ რიგში, ცელულიტისგან გათავისუფლდება და დუნდულების კუნთებს გაიმკვრივებსჰეილი ბოლდუინი - ტრენერის აზრით, ჰეილის მუშაობა მხრის სარტყელზე ესაჭიროება
კორტნი კარდაშიანი - ფიტნეს- ინსტრუქტორი, რეალითი შოუს ვარსკვლავს, ზედმეტი ცხიმების დაწვას ურჩევსქეით აპტონი - მოდელს მასიური ტორსი და თხელი კიდურები აქვს, ამიტომ ექსპერტი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას მას, სწორედ ამ ზონებზე ურჩევსკენდალ ჯენერი - გოგონას კუნთოვანი "კორსეტის" შექმნა ესაჭიროება, რათა მომავალში პრობლემები არ შეექმნასჯორჯინა როდრიგესი - ტრენერის აზრით, მოდელი კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, თუმცა, მისი სხეული კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას მაშინ შეიძენდა, კუნთების "გამოსაშრობად" მას სპეციალური ვარჯიშების პროგრამით რომ ესარგებლაალესანდრა ამბროსიო - ინსტრუქტორის აზრით, ურიგო არ იქნებოდა მოდელს გულმკერდის, ზურგისა და კიდურების კუნთები რომ გაემაგრებინა1820 1-ს მოსწონს |