x
კურიერის ჟურნალისტებო, არ გიტყდებათ? - ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს მიმართავს
image



ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემის „კურიერის“ ჟურნალისტებს მიმართავს:


„კურიერის ჟურნალისტებო, სპეცრაზმელი რომ გაათავისუფლეს და მარტო კადრები მოხვდა თქვენს ნიუსში არ გიტყდებათ? იმ ფონზე როცა 7 წლის ბავშვი მშიერია იგივე სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მამის უმძიმესი მდგომარეობა არ აღმოჩნდა მოსამართლისთვის საკმარისი არგუმენტი.


თავი რომ დავანებოთ ლარის გამყარებას. და ლავროვთან შეხვედრას რომ “აპრავებდით” მთელი გამოშვება ერთი წუთით არ გაქვთ უხერხულობა?!



სოციალური მედიის საუკუნეში რთული იქნება თან კაი ტიპები იყოთ, თან ეგ ნიუსი აკეთოთ.


მათ, ვისაც ეგონათ რომ შარზე ვიყავით, აუცილებლად უყურეთ კურიერს და მიხვდებით რომ ადამიანები არ იცვლებიან.“

0
210
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0