x
image
თამილა გურაშვილი
კრემლმა უპასუხა სააკაშვილის განცხადებას პუტინის გეგმაზე, აღდაგინოს საბჭოთა კავშირი

image
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს სსრკ-ს ხელახლა აღდგენას 2024 წლისთვის. ამის შესახებ იტყობინება "რია-ნოვოსტი"

”არა, ასეთი გეგმები არ არსებობს, ” - თქვა სპიკერმა.


სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინის 2024 წლის გეგმებია, საქართველოს, სომხეთის, ბელორუსის, მოლდოვას და უკრაინის უმეტესი ნაწილის, გარდა დასავლეთ უკრაინისა, მიერთება რუსეთთან. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გეგმის ნაწილი არის მცდელობა, აიძულოს ამ ქვეყნებს ნეიტრალიტეტი გამოაცხადონ, ამ სახელმწიფოების ლიდერების შესუსტების მიზნით.


ამასთან, სააკაშვილმა თქვა, რომ რუსეთის და საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით. მისი აზრით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში და ევროკავშირში არშესვლას. სააკაშვილმა არ დაასახელა მისი ინფორმაციის წყაროები.


ამ სიტყვების კომენტირებისას პესკოვმა თქვა, რომ ეს მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს. ”არა”, - თქვა მან შესაბამის კითხვაზე.


2
543
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
543
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 29 სექტემბერი, 15:30
უინტელექტო ლოთი კაზაკის სახე.
0 1 2