x
ვისაც ჩვენი დახმარება ჭირდება.

imageსრულყოფილი ადამიანი არ არსებობს.ზოგს რაღაც სხვებზე უკეთ ეხერხება, ზოგს კი-უფრო ცუდად.შიეძლება ადამიანს ერთ სფეროში (სპორტში, მუსიკაში, მეცნიერებაში და ა.შ).უსაზღვრო შესაძლებლობები ჰქონდეს და პირიქით, შეიძლაბა მისი შესაძლებლობები შეზღუდული იყოს (არ ესმოდეს, ვერ დადიოდეს, და ა.შ)
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ასეთ ადამიანებს ინვალიდებს ეძახდნენ, თუმცა ბევრად უფრო მიზანშეწონილი იქნება ისინი “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე'' ადამიანებად მოვიხსენიოთ.
ეს ცნება ნიშნავს საზოგადოებაში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის აუცილებელ შესაძლებლობათა შეზღუდვას ან დაკარგვას.იგი ასახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის ურთიერთობას გარე სამყაროსთან.შეზღუდვა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური დარღვევით.ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს..
საინტერესოა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 10% ორგანიზმის ფუნქციათა სხვადასხვა დარღვევას უჩივის.ამ სფეროში მიღწეული წინსვლის მიუხედავად, ასეთი ადამიანების მდგომარეობა მაინც ძალზე შეზღუდულია, შეზღუდულია მათი შესაძლებლობები ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისეთი დაბრკოლებების გამო, როგორიცაა განათლების დაბალი დონე და პროფესიოული მომზადება, უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი, სოციალური იზოლაცია, სტიგმა და სტერეოტიპები, შეუწყნარებლობა, აშკარა და შეფარული დისკრიმინაცია, ძალადობა, აბუჩად აგდება, დამცირება და ა.შ.
არადა, ისინი ხომ ჩვეულებრივი, ოღონდ განსაკუთრებული საჭიროებების ადამიანები არიან.ამიტომ მათ “განსაკუთრებული საჭიროებების ადამიანებსაც'' უწოდებენ.
ეს ორივე ტერმინი- “განსაკუთრებული საჭიროებებისა'' და “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე''- ბევრად უფრო კორექტული ტერმინებაი, ვიდრე სიტყვა “ინვალიდი'', რომელიც აღიქმებოდა როგორც ერთგვარი დამღა ადამიანთა გარკვეული კატეგორიისთვის მათი არასრულფასოვნების, უსარგებლობის, მეორეხარისხოვნების წარმოსაჩენად.

რა სურთ მათ??

არაფერი განსაკუთრებული, არაფერი უჩვეულო, მათ სურთ იარონ ჩვეულებრივ სკოლაში, კინოში, საჯარო ბიბლიოთეკაში, იმგზავრონ ავტობუსით, შევიდნენ მაღაზიაში, მოინახულონ ქვეყნის ან ქალაქის სხვა რაიონში მცხოვრები ნათესავები.სურთ შექმნან ოჯახი და შეეძლოთ მისი შენახვა.შეეძლოთ ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით, რომ აღიქვამდნენ როგორც საზოგადოების წევრებს და არა მის უსარგებლო ნაწილს, რომელიც შეიძლება შეიბრალო შორს გადამალო ან სიღარიბისთვის გაწირო....


დავეხმაროთ მათ და ვაგრძნობინოთ თავი სრულფასოვან ადამიანებად...

0
103
3-ს მოსწონს
ავტორი:ნეფარიძე
ნეფარიძე
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0