x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე არის თა­ვი­სე­ბუ­რი ადა­მი­ა­ნი... მაგრამ შეც­დო­მაა შავი კოლ­გო­ტის ჩაც­მა" - მოდის კრიტიკოსი პრეზიდენტის ჩაცმულობაზე
image


მო­დის ცნო­ბილი კრი­ტი­კოსი დალი ჩი­ტა­ლა­ძე­ AMBEBI.GE-სთან საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის სკან­და­ლუ­რ ჩაც­მუ­ლო­ბას აფასებს. საუბარია კოსწიუმზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ტრამპებთან შეხვედრისთვის შეარჩია.


"კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე არის თა­ვი­სე­ბუ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არა­ვის რჩე­ვებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ასე, რომ დი­ზა­ი­ნე­რის გაკ­რი­ტი­კე­ბა სწო­რად არ მი­მაჩ­ნია, მი­თუ­მე­ტეს ქეთი ჩხიკ­ვა­ძის (პრეზიდენტის დიზაინერი), რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხედ­ვა აქვს და ჩემს გარ­დე­რობ­შიც არის მის მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სი. მე "სთა­ი­ლინგს" ვა­კე­თებ და ვიცი, რა რთუ­ლია ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც არა­ვის არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან, მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე­სიც მეს­მის. ის არის პრე­ზი­დენ­ტი და არ აქვს ფიქ­რის დრო, რა ჩა­იც­ვას. რთუ­ლია იყო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, მი­თუ­მე­ტეს პრე­ზი­დენ­ტი და ჩაც­მა­ზეც იფიქ­რო. ამი­ტომ მას უნდა ჰყავ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ურ­ჩევს, სად რისი ჩაც­მა ჯო­ბია. უშუ­ა­ლოდ ამ ჩაც­მუ­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მკლა­ვე­ბი აქვს ამ პალ­ტოს. პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე მუხ­ლი არ უნდა უჩან­დეს პირს, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს კი აც­ვია მოკ­ლე კაბა და მუხლს უფა­რავს პალ­ტო - ეს არის შეც­დო­მა. შეც­დო­მაა ასე­ვე შავი კოლ­გო­ტის ჩაც­მა. მე მის ად­გილ­ზე ჩა­ვიც­ვამ­დი ბეჟი ფე­რის კოლ­გოტს, არ შე­ვიკ­რავ­დი პალ­ტოს და ცოტა და­ვაგ­რძე­ლებ­დი კა­ბის სიგ­რძეს. სა­ერ­თო ჯამ­ში, მის ამ ჩაც­მუ­ლო­ბას 3+-ით შე­ვა­ფა­სებ", - ამბობს დალი ჩიტალაძე.


სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ფო­ტომ, რო­მე­ლიც მან აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტთან და პირ­ველ ლე­დის­თან ერ­თად გა­და­ი­ღო, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. "ფე­ის­ბუქ­ზე" წე­რენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სად არ ეცვა და მას ფო­ტო­ზე დგო­მა­საც უწუ­ნე­ბენ.



ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ფოტო "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბას წი­თელ მო­საც­მელ­სა და შავ კოლ­გოტ­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ.


ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბა­ზე აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა და პირ­ველ­მა ლე­დიმ, ეტი­კე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სტუმ­რად მყო­ფი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გა­და­ი­ღეს სუ­რა­თე­ბი.


image



ასევე ნახეთ:


"საქართველოში გაგებაში არ იყვნენ, 96 წელს გავიკეთე ამერიკაში ბოტოქსი" - დალი ჩიტალაძე სტილისა და თავის მოვლის საიდუმლოებებზე (+ფოტოები)


ვაკეში დალი ჩიტალაძის ვაჟი დაჭრეს - "გი­ჟე­ბი და­დი­ან ქა­ლაქ­ში და ერთ-ერთი ჩემს შვილს და­ეს­ხა თავს"


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

2
589
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
589
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 სექტემბერი, 12:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2