x
რა გადაცემებს და რომელ ცნობილ სახეებს იხილავთ „ფორმულა კრეატივის“ ახალ არხზე?
image


მედიასივრცეში დიდი გადაადგილებები გრძელდება. შესაბამისად ამ მხრივ არც სიახლეების ნაკლებობას უნდა ვუჩიოდეთ. 1 ოქტომბრიდან კიდევ ერთი ქართული არხი აიღებს. ამ დღეს დაიწყებს მაუწყებლობას „ფორმულა კრეატივის“ მიერ დაანონსებული ტელეკომპანია „ფორმულა“, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ბიზნესმენი, დავით კეზერაშვილია.


რას ვიხილავთ ახალ არხზე და რას უნდა ველოდოთ?


უკვე ცნობილია, რომ „ფორმულაზე“ გავა ყველაზე რეიტინგული ქართული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი. გარდა ამისა, „ფორმულა კრეატივი“ მაყურებელს კიდევ ერთ ახალ ქართულ სერიალსაც შესთავაზებს.



5 ოქტომბრიდან ეთერში ჩაეშვება საინფორმაციო გამოშვება. საინფორმაციო სამსახურის უფროსი „რუსთავი 2“-ის პოლიტიური და დღის გადაცემების ყოფილი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი იქნება. „ფორმულაზე“ სამუშაოდ გადავიდა „კურიერი“-დან წამოსული ჟურნალისტების ნაწილი. მათ შორის, დავით ქაშიაშვილი, ქეთი ნადიბაიძე, სოფო ზურაბიანი, თამარ ჭავჭავაძე და სხვები. დღის მთავარი გამოშვება ეთერში 20:00 საათზე გავა და მისი წამყვანი ელისო ჯარიაშვილი იქნება.


გამოცემა AT.ge-ის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა „ფორმულაზე“ ვიხილოთ „რუსთავი 2“-იდან ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი, დავით ნიკურაძე და ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, თამარ ნუცუბიძე.


AT.ge ასევე წერს, რომ არხზე შეიძლება „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანი, დავით კიკალიშვილიც ვიხილოთ. კიკალიშვილს „რ2“-ზე გადაცემა „პოსტსკრიპტუმი“ მრავალი წლის განმავლობაში მიჰყავდა.


„ფორმულაზე“ ასევე დაიწყება დილის გადაცემაც. მისი წამყვანი „დილა მშვიდობისა, საქართველო“-ს ყოფილი წამყვანი, ეკა სამხარაძე იქნება. გადაცემას არხზე სწორედ „რ2“-ის ანალოგიური გადაცემიდან წამოსული გუნდის ნაწილი მოამზადებს.


AT.ge-ის ინფორმაციით, არხზე აგრეთვე უნდა ველოდოთ მომღერალ გიორგი ცხადაძეს და ბლოგერ ვაკო ქვაჭახიას. გარდა „ჩცდ“-სა „რუსთავი 2“-ზე „ფორმულა კრეატივის“ კიდევ ორი გადაცემა, მთავარი ექიმი და სამზარეულოს ომები გადიოდა. დიდი ალბათობით ამ გადაცემებსაც მალე „ფორმულა“-ზე ვიხილავთ. დაახლოებით ერთი თვის არხის დირექტორმა ზუკა გუმბერიძემ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თითოეული ეს პროექტი განახლებული ფორმატით გავა ეთერში.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0