ფსიქონევროლოგია ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი 2019, 26 სექტემბერი, 19:01 მეცნიერება უკვე იმ დონემდე განვითარდა სულიერ საკითხებს იკვლევს. როგორ აისახება ჩვენი ფიქრები და ემოციები ჩვენივე ცხოვრებაზესწავლულები მიდიან დასკვნამდე, რომ ყველა დაავადების მიზეზი ჩვენს გონებაში ბუდობს. ადამიანები ქვეცნობიერი შიშების გამო ავადმყოფობენ. ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, ჩვენი ჩახშული ემოციების, განდევნილი აზრების, შიშების მატერიალიზაციაა მხოლოდ. მისი ფიზიკური გამოვლინება. სხეული სულიერი მდგომარეობის ანარეკლია, მისი სარკე და მკურნალობაც მხოლოდ სულიერ დონეზე ხდება შესაძლებელი. თავის ტკივილს გამაყუჩებელი მხოლოდ დროებით შველის, სანამ მიზეზს არ ვუმკურნალებთ, მორჩენაზე საუბარი ზედმეტია. ეზოთერიკულ დონეზე ყველა ავადმყოფობა კარმულია. პრობლემები იწყება მაშინ, როცა ადამიანი საკუთარ დანიშნულებას ღალატობს, სამყაროსთან ჰარმონიულ თანაარსებობას წყვეტს და მისი კანონების დარღვევას იწყებს. რეინკარნაციის თეორიის მიხედვით, ისინი, ვინც თანდაყოლილი ავადმყოფობებით იბადებიან, იბადებიან იმისთვის, რომ საკუთარ შეცდომებს ჩახვდნენ, რაღაც-რაღაცეებზე სხვანაირად დაფიქრდნენ. ბავშვური ავადმყოფობები მშობლების ქცევებისა და ფიქრების ანარეკლია, თუკი ოჯახური პრობლემები დალაგდება, ბავშვიც გამოჯანმრთელდება. ზრდასრული და ჯანსაღი ადამიანი კი იმიტომ ხდება ავად, რომ უარყოფით კარმას იგროვებს. არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონსრეინკარნაციის უარმყოფელი სწავლებების მიხედვით, ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცოდვების გამო ხდება. ცოდვას დაარქმევ, მეცნიერებას თუ კარმას, მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი ერთია, მუშაობა სულიერ დონეზეა ჩასატარებელი. ისინი, ვინც სულიერი სიმშვიდის მიღწევას ახერხებენ, თავს ბედნიერად გრძნობენ, შეუძლიათ სიხარული, სიყვარული, სწამთ, სჯერათ, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, იშვიათად ხდებიან ავად და დიდხანს ცოცხლობენ. პოზიტიური ემოციები აჯანსაღებს. სიცილის თერაპიით სიმსივნის განკურნების უამრავი მაგალითი არსებობს. დადებითი შეგრძნებებით მკურნალობა მედიცინაში მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში უკვე ერთ-ერთ მეთოდადაა დანერგილი. ეს იმიტომ ხდება, რომ მთელი სამყარო ერთი ბიოლოგიური ორგანიზმია, ჩვენ ერთმანეთის ნაწილები ვართ, ენერგეტიკული არსებები და ამ მთლიანობისგან განცალკევებულ არსებობას ვერ ვახერხებთ. ჩვენ ერთი სისტემა ვართ. ერთმანეთს ენერგიას ვაძლევთ და ვიღებთ. რა იმპულსებსაც ვგზავნით, იგივე გვიბრუნდება. როდესაც ვბრაზობთ, გვწყინს, გვეშინია, ვმერყეობთ, ეჭვი გვეპარება, გვშურს, სასოწარკვეთილებაში ვართ, ანუ უარყოფით ემოციებს ვგრძნობთ, ენერგეტიკული არხი ბინძურდება, აურა ირღვევა და ჩვენც ვავადდებით. გთავაზობთ ზოგიერთი ავადმყოფობის ფსიქოლოგიურ მიზეზებს, რადგან მათი გაცნობიერება, ამ ავადმყოფობებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ: სიმსივნე - დაგროვილი წყენებია, შეუხორცებელი იარები. უსიხარულობა. სული დაღლილია და სხეულიც ამ დაღლას პასუხობს - უჯრედები კვდომას იწყებენ. სასქესო ორგანოების სიმსივნეები უჩნდებათ იმათ, ვინც ქვეცნობიერ დონეზე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე არიან გაბოროტებულნი. რაც შეეხება საშვილოსნოს, მკერდის კიბოს - ეს დედობის ქვეცნობიერი შიშია. სიმსუქნე - შიში და გარემო ფაქტორებისგან დაუცველობის შეგრძნებაა. განუხორციელებელ მიზნებზე დარდი, საკუთარი თავის სიბრალული იმის გამო, რომ სიყვარული აკლია. შეიძლება მშობლების მიმართ დაგროვილი ბრაზიც კი მატერიალიზდეს ამ ფორმით, თუკი წონის მომატება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია. კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები - ადამიანს არ სურს იმ მოვლენების მიღება, რაც მის ირგვლივ ხდება/ ძუნწობა, სიღატაკე, სიღარიბის შიში, შური. მსხვილი ნაწლავი - კომფორტის ზონაში ჩაკეტვა, ცვლილებების შიში, სტაბილურობისაკენ გადამეტებული სწრაფვა, სიჯიუტე, უმოქმედობა, ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა. წვრილი ნაწლავი/კისტა - მოქმედების შიში, მხოლოდ სხვების გავლენის ქვეშ მოქმედება. მეტეორიზმი - სიხარბე. ბუასილი - შიში, რომ ვერ გაართმევ თავს პრობლემებს. უმადობა - სიახლეების შიში. ალერგია - საკუთარი შესაძლებლობებზე უარის თქმაა. გრიპი - ნეგატიურ გარემოზე რეაქცია. გაციება - გაღიზიანება, ნევროზი. კენჭები - ვინმესადმი მტრული დამოკიდებულება, გამოუთქმელი პრეტენზიები. 5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებპირის ღრუ - ეძებეთ ახალი იდეები, გაიხსენით ახალი შაბეჭდილებებისთვის, ეცადეთ სხვა კუთხიდან შეხედოთ იმას, რაც გგონიათ, რომ იცით. კბილების პრობლემები - მერყეობა, გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა. კბილები და ღრძილები - აგრესიის ჩახშობა იმის შიშით, რომ სიყვარულს და აღიარებას დაკარგავთ. იყავით გულწრფელი, ეცადეთ აგრესია კი არ ჩაკლათ, არამედ შემოქმედებით ენერგიად აქციოთ. შეიყვარეთ საკუთარი თავი და სხვები. კბილების ღრჭიალი ღამით - გაუცნობიერებელი აგრესია. ქვები კბილებზე - გადაუწყვეტელი პრობლემები. გააცნობიერე და გადაწყვიტე. ფილტვები - შიში, რომ არ მოგისმენენ, ვერ გაგიგებენ, შინაგანი შეზღუდვები. ხველა - რაღაცისგან გათავისუფლების სურვილი. ამ დროს ენერგეტიკული წმენდა მიმდინარეობს. ყელი - ბავშვებში ეს მშობლების კონფლიქტებზე რეაქციაა. ზრდასრულ ასაკში კი მაშინ ხდება, როცა ადამიანი თავს იკავებს რაღაცის თქმისგან, "ყლაპავს" სათქმელს. პანკრეასი/შაქარი, დაბალი იმუნიტეტი – ძალაუფლებისკენ გადამეტებული სწრაფვა, ყველაფრის გაკონტროლების სურვილი, წყენა, უკმაყოფილება. ნერვული სისტემა, ფსიქიკური პრობლემები – სამყაროს გაკვეთილების მიღებაზე უარის გაცხადება. ფსიქიკური პრობლემები შინაგანი კონფლიქტისას ყველაზე ხშირია, როცა ადამიანს რეალობის მიღება უჭირს, ცდილობს თავი მოიტყუოს, სიმართლისთვის თვალის გასწორება არ სურს. კონფლიქტია სურვილებსა და საჭიროებებს შორის, გონებასა და გრძნობებს შორის და ა.შ. უძილობა – გადაუჭრელი პრობლემები, შიშები, რომელსაც გაურბიხართ. ქვეცნობიერი გაიძულებთ ამ ყველაფერზე დაფიქრდეთ და დაძინების საშუალებას არ გაძლევთ. გული – სიხარულის ნაკლებობა, სიყვარულის გამოხატვის შიში, ემოციების ჩახშობა. შესაძლოა იყოს დანაშაულის შეგრძნებაც. დარდი, რომლითაც ვერაფერს ცვლით. ინფარქტი/ინსულტი – ბოღმა, დაგროვილი წყენა და ბრაზი. ეს იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც მთელ ცხოვრებას ომში ატარებენ, მიზნის მიღწევისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელნი, ახშობენ ემოციებს. სტატისტიკურად, ინფარქტი და ინსულტი მამაკაცებში უფრო ხშირია, რადგან ისინი საკუთარ თავს ტირილის უფლებას არ აძლევენ, თუმცა ქალებიც მალავენ ხშირად ამას. გამოიტანეთ ყველაფერი გარეთ! დამბლა – ბედით უკმაყოფილება. შარდის ბუშტი/ ცისტიტი/ინფექციები – სექსუალური ემოციების შეზღუდვა. თირკმელები/ნეფრიტი/ხერხემლის ტკივილი/ეპილეფსია/კრუნჩხვები – გარემოსთან უსიამოვნებები, გარემოთი უკმაყოფილება, მისი საკუთარ ჭკუაზე გადაკეთების სურვილი, უწესრიგობის შიში. ხერხემალი – დასაყრდენის არ ქონა. გამრუდება ემართებათ იმ ბავშვებს, რომელთაც, როგორც წესი სუსტი, უნებისყოფო მამა ყავთ. პერიკარდიტი (ტკივილები მკერდის არეში)-სექსუალური სიახლოვის შიში. დიაბეტი - სიყვარულის არ მიღება, დაბლოკვა. ადამიანებზე განაწყენება. ცხოვრებით ტკბობის უუნარობა. ნაღვლის ბუშტი (მხრები, სახე, მხედველობა) – საყვარელი ადამიანის გაგების, მისთვის პატიების უუნარობა. ღვიძლი/სასქესო ორგანოები – საკუთარი ნეგატიური აზრების და ქმედებების გამართლების მცდელობა, დარწმუნებულობა იმაში, რომ აქვს საფუძველი იყოს ნაწყენი და გაბრაზებული, გაბოროტება. თვალები: მხედველობის დაკლება, დაკარგვა – რეალობის აღქმის სურვილის დაკარგვა. კონიუქტივიტი – კონფლიქტების თავიდან არიდების მცდელობა. დალტონიზმი - საჭიროა სამყაროს ერთიანობის და ამავე დროს მრავალფეროვნების გაცნობიერება. ჯიბლიბო – ჩახშული ბრაზი ვინმეს მიმართ. კატარაქტა – ეცადეთ სინათლე საკუთარ თავში დაინახოთ, ყველაფერი თქვენშია. გლავკომა – საჭიროა საკუთარი სევდისთვის თვალის გასწორება, იგნორირებული ტკივილების გაცნობიერება, დაუღვრელი ცრემლების დაღვრა. ეს შეკავებული ემოციებია. რაღაც გამოსაგლოვი დაგრჩათ, უნდა გამოიგლოვოთ და ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. ახლომხედველობა – მეწვრილმანეობა, საჭიროა მსოფლხედველობის გაფართოვება, გონებისთვის ახალი ჰორიზონტების გახსნა. სიელმე – იყავით გულწრფელი. შორსმხედველობა – საერთო სურათში დეტალები მხედველობის არედან გრჩებათ. ცხვირი – საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა გჭირდებათ. ადამიანებისგან, პრობლემებისგან დასვენება. ძალები უნდა მოიკრიბოთ და შემდგომ ეტაპზე კონფლიქტები დაალაგოთ. ყურები – რაღაცის გაგება არ გსურთ, რამე ფაქტის მიღება. ყური დაუგდეთ შინაგან ხმას. უსმინეთ და ისწავლეთ. კისერი – შიში, ემოციების ჩახშობა, უსიამოვნებები. იყავი შენი თავი. ანემია – სიხარულის, ენერგიის, დინამიურობის ნაკლებობა. ეცადეთ, ისწავლოთ ბავშვივით აღტაცება. ჰიპერტონია – მოუგვარებელი კონფლიქტები. რაც იყო, იყო. გადაწყვიტეთ და გადადით შემდეგ ეტაპზე. ფეხები – ცხოვრებაში თქვენი გზა უნდა ნახოთ და იპოვოთ სამუშაო, რომელიც მოგწონთ. ეს მატერიალური პრობლემების გამო წუხილიცაა. ეცადეთ ბედნიერი იყოთ იმით, რაც გაქვთ. ეს ხელს არ შეგიშლით უკეთესობისკენ სწრაფვაში. ვენების ვარიკოზული გაგანიერება – მოქნილობის ნაკლებობა. შინაგანი შებოჭილობა. გათავისუფლდით და სისხლიც თავისუფლად იმოძრავებს თქვენს ძარღვებში. რევმატიზმი – სიყვარულის დეფიციტი. პროსტატა – ზედმეტი სექსუალური ამბიციები და სიბერის შიში. იმპოტენცია – ემოციებში გონებით ხელმძღვანელობა. უსიყვარულობა. რადიკულიტი – მომავლის შიში. მეჭეჭები – საკუთარ თავთან კონფლიქტი, საკუთარი ნეგატიური მხარეების ვერ მიღება. თუკი ადამიანი სიყვარულს ვერ გრძნობს, ეჭვი ეპარება იმაში, რომ უყვართ, იმუნიტეტი უსუსტდება. ყველაფერი ძალიან ადრეული ასაკიდან იწყება. ჯერ კიდევ ორსული დედის აზრებს შეუძლიათ ბავშვის ფსიქიკაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინონ. თუკი დედას ეჭვი ეპარება (თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე) იმაში, რომ ეს ბავშვი უნდა, მას მწეველობისთვის, ალკოჰოლიზმისთვის, ფსიქიკური დაავადებებისთვის სწირავს, თუმცა ამის განეიტრალებაც კი შესაძლებელია, თუკი ქვეცნობიერი პრობლემების ამოქექვას შევძლებთ. მთავარია, გაცნობიერება და მუშაობა დავიწყოთ ამაზე. 7284 შეფასება არ არის
|