x
საინტერესო ამბები : 20 წელი გაგრძელდა ომი ხის ვედროს გამო
ომის დაწყების მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. მაგალითად, XIV საუკუნეში, იტალიის ორი ქალაქ-ბოლონიასა და მოდენას შორის ომი გრძელდებოდა ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში და საომარი მოქმედებები დაიწყო ყველაზე ჩვეულებრივი ჭაზე ჩამოკიდებული ხის ვედროს გამო.

მეზობელი მოდენის ჯარისკაცები ბოლონიაში შეიპარნენ, ადგილობრივ მოსახლეობას რაღაც მოპარეს და თავიანთი "საბრძოლო" იარაღები ძველ ხის ვედროში ჩადეს . ბოლონიის ხელისუფლებამ გამოთქვა აღშფოთება და მოითხოვა, რომ პირველ რიგში ხის ვედრო დაებრუნებინათ, რადგან ეს არ იყო კერძო, არამედ ქალაქის საკუთრება იყო .მიუხედავად მკაცრი მოთხოვნისა ვედრო მაინც არ დააბრუნეს.

შეიძლება სისხლიანი შეტაკება არ მომხდარიყო, მაგრამ ბოლონია და მოდენა ძველი მტრები იყვნენ, ქალაქებს შორის მანძილი 50 კილომეტრზე ნაკლები იყო ამიტომ, მრავალი წლის განმავლობაში მეზობლებს ერთმანეთის მიმართ ბევრი ტერიტორიული პრეტენზია დაუგროვდათ და ამ დროს ესეთი სერიოზული მიზეზი მიეცათ :)

სასწრაფო ჯარის მობილიზაცია დაიწყო ბოლონიაში, დასახმარებლად ჯარისკაცები ჩამოვიდნენ ფლორენციიდან და რომანიიდან 2, 000 ცხენოსანი და დაახლოებით 30, 000 ქვეითი . იმისდა მიუხედავად რომ რიცხობრივად არმია ბევრად აღემატებოდა მტრისას . ორი საათის სასტიკი ბრძოლის შემდეგ, ბოლონია დამარცხდა და გაიქცა. 3000-ზე მეტი დაღუპული დარჩა ბრძოლის ველზე.


მოდენას ჯარისკაცები გაქცეულ მტერს დაედევნა ბოლონიაში. მათ არ დაარბიეს თავად ქალაქი, მათ გაანადგურეს რამდენიმე მცირე ციხე, დააპატიმრეს ტყვეები. გარდა ამისა, კაშხალი განადგურდა მდინარე რენოვზე რომელიც ქალაქს სასმელი წყლით ამარაგებდა. როგორც ხედავთ, მოდენის ჯარისკაცებმა ბოლონიელებს განუმარტეს, რომ ახლა მათ საერთოდ არ ჭირდებათ ვედრო რადგან ქალაქს წყალმომარაგება დაერღვა


ბოლონიის ციხე-სიმაგრის კედლების წინ მოდენის ჯარისკაცებმა რაინდული ტურნირი მოაწყვეს დამცირების მიზნით, ტურნირი მიეძღვნა მკვდარი თანამებრძოლების ხსოვნას, ურცხვად აიღეს კიდევ ერთი ვედრო ციხე-სიმაგრის მახლობლად განთავსებული ჭიდან. ამის შემდეგ, კონფლიქტი გაგრძელდა კიდევ 22 წლის განმავლობაში. მოწინააღმდეგე მხარეები პერიოდულად გაილაშქრებდნენ ხოლმე ერთმანეთის წინააღმდეგ.

რა დაემართა ბოლონიაში მოპარულ პირველ ვედროს? როგორც გამარჯვებულებმა, მოდენის მოსახლეობამ დაიტოვა . დღემდე, ეს რელიქვია ინახება მოდენის უძველესი კოშკის სარდაფში. გარდა ამისა, გაკეთდა ვედროს ასლი რომელიც ჩამოკიდეს ქალაქის გასასვლელში.

პ.ს საინტერესოა, რომ ომი დასრულების შემდეგ, მოდენამ ნაწილი მოპარული ნივთებისა უკან დაუბრუნა მტერს, მაგრამ არა ვედრო.image

0
261
2-ს მოსწონს
ავტორი:მარი-დუდუ
მარი-დუდუ
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0