ქალი და მამაკაცი რას ნიშნავს „ლამაზი ქალი“ კაცის გაგებით? 2019, 26 სექტემბერი, 15:16 ერთ-ერთი სტერეოტიპი, რომელსაც მეც ვეთანხმები არის ის, რომ ქალი ლამაზი უნდა იყოს!
ბევრ ჩვენგანს მრავალრიცხოვანი „სილამაზეში არაა ბედნიერება“ მაინც სურს, რომ ლამაზი იყოს. საიდუმლოს გაგიმხელთ, ლამაზი შეიძლება ნებისმიერი იყოს!
რას ნიშნავს „ლამაზი ქალი“ და რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? ამას მამაკაცის თვალთახედვით შეხედეთ.
მოვლილი ქალი ეს პირველ ადგილას დგას. მოვლილი გარეგნობა მამაკაცის გულის აჩქარებას და აღფრთოვანებს იწვევს. სილამაზე პირველ რიგში მოვლილ გარეგნობას ნიშნავს. ანუ საკუთარ თავზე ზრუნვა, რომელიც ჰიგიენურ პროცედურებს - ვარცხნილობა, მანიკური, პედიკური, ნიღბები და ა.შ. მოიცავს. თქვენი გარეგნობა, გარდერობი, განწყობა და ცხოვრების მიმართ კმაყოფილება. ჰარმონიური სტილი მამაკაცის გაგებით ქალი ყოველთვის ლამაზი იქნება, თუ მკვეთრად გამოხატული ქალური ფორმა და დედოფლური დგომა ექნება. უგემოვნებით მამაკაცის მოხიბვლას ვერ შეძლებთ. მამაკაცების უმეტესობას გემოვნებით ჩაცმული ქალები მოსწონთ. უადგილოდ ჩაცმული სპორტული ტანსაცმელი, უფორმო ჯინსები და მსგავსი რამ აღფრთოვანებას არ იწვევს. ლამაზი სახე ძალიან ღია მაკიაჟი, ყურებამდე ისრები, რუმიანით აწითლებული ლოყები მამაკაცის აღქმით სილამაზეს არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ბევრი მამაკაცი ამბობს, რომ შეღებილი ქალი არ უყვართ. თუ მაკიაჟს სწორად გაიკეთებთ, მამაკაცი კოსმეტიკის არსებობას ვერც კი მიხვდება. რას ნიშნავს სწორად წასმული მაკიაჟი? მაკიაჟი, რომელიც ახალგაზრდულს და მიმზიდველს გხდით. ის ნატურალურია და ნაკლოვანების დაფარვაში დაგეხმარებათ. როგორც ნებისმიერ ხელოვნებაში, მაკიაჟსაც თავისი კანონები და ტექნიკა აქვს. მათი ცოდნით ნებისმიერი ქალი წამებში გარდაიქმნება. ღიმილი ლამაზი ქალის კიდევ ერთი ჩვევა. ღიმილი ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ქალს ალამაზებს. თქვენი ღიმილით ირგვლივ მყოფი ადამიანები გაახარეთ. მამაკაცები აფასებენ და ყურადღებას აქცევენ ქალებს, რომლებიც იღიმიან. თვალების ჯანსაღი კაშკაში, ღიმილი, არა მხოლოდ ლამაზს, არამედ შეუდარებელს გაგხდით. სავსე „სილამაზე შიგნიდან იბადება“ სწორედ სიყვარულით და სინათლით სავსე ქალები წარმოუდგენლად მიმზიდველები არიან და მამაკაცებს მათ გვერდით ყოფნა სურთ. ასევე დაგაინტერესებთ: ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს 10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები ერთი და იმავე მოქმედების შესასრულებლად ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1211 შეფასება არ არის |