საზოგადოება სტუდენტის გვამი უნივერსიტეტის შენობაში 8 კვირის განმავლობაში ისე იყო, რომ ვერავინ შენიშნა 2019, 26 სექტემბერი, 14:00 ![]() ახალ ზელანდიაში, კენტერბერის უნივერსიტეტის შენობაში, კერძოდ Sonoda Christchurch-ის საერთო საცხოვრებელში, 19 წლის სტუდენტის, მეისონ პენდროუსის გვამი დაახლოებით 8 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, როდესაც საშინლად მძაფრმა სუნმა სტუდენტები ძალიან შეაწუხა. ![]() მეისონი ცხოვრობდა საერთო საცხოვრებლის ბოლო ოთახში, რომელიც არასდროს ლაგდებოდა, შესაბამისად, მისი გვამი დროულად ვერ იქნა აღმოჩენილი. ![]() განათლების მინისტრი, კრის ჰიპკინსი შეშფოთებულია მომხდარით და ამბობს, რომ როდესაც სტუდნეტი უამრავ ფულს იხდის “კამპუსში" საცხოვრებლად, უნივერსიტეტი ვალდებულია კარგი პირობების გარდა, მისი უსაფრთხოებაც უზრუნველყოს. ![]() თუმცა მეისონის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 254 1-ს მოსწონს
|