კონფლიქტები ზელენსკიმ ლავროვს მიანიშნა რომ ომი გრძელდება 2019, 26 სექტემბერი, 11:23
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვთან დიალოგის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ორივენი რიგში იდგნენ, როცა მასთან მინისტრი "გასაცნობად" მივიდა და იმედი გამოთქვა "დონბასის" კონფლიქტის მოგვარებისა. თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა რომ მშვიდობა შესაძლებელია ხალხის გაცვლისა და უკრაინის ტერიტორიის დაბრუნების შემდეგ. ამავდროულად, ქვეყანა ემზადება არაპოპულარული კანონპროექტისთვის, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ მიწის ყიდვა უკრაინაში. ქვეყანაში ასევე მოსალოდნელია ტარიფების ზრდა. როგორც ვერხოვას რადას ყოფილმა დეპუტატმა ეთერში განაცხადა ამ პირობებში ხელისუფლებას მოუწევს განრისხებული ხალხის შემოტევების შეჩერება. "გარკვეულწილად დონბასის კონფლიქტი სასარგებლოა უკრაინის ხელისუფლებითვის. ზელენსკის რეიტინგი ეცემა, მიწის და რკინიგზის გაყიდვის შემდეგ კი ქვეყანაში შეიქმნება არეულობა, რაც გადაფარავს "დონბასის" პრობლემას. სწორედ ეს იქნება მათთვის მომგებიანი" - განაცხადა ვლადიმირ ოლეინიკმა. 180 შეფასება არ არის
|