სხვა „გვიანი შოუს“ წამყვანები ამიკო ჩოხარაძე და სოფო გორდაძე არიან 2019, 26 სექტემბერი, 0:35 "რუსთავი 2"-ზე ახალი იუმორისტული გადაცემა "გვიანი შოუ " დაიწყო, რომლის წამყვანები ამიკო ჩოხარაძე და სოფო გორდაძე არიან. აღნიშნული ცვლილებები არხზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც კომპანია ამ გადაცემის წამყვანებმა, ნიკა გრიგოლიამ და ილო ბეროშვილმა დატოვეს. ისინი "კომედი ჰგუფის" სხვა მსახიობებთან ერთად "მთავარ არხზე" გადავიდნენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა დღეს განაახლა, ეთერში გავიდა კურიერი, რომელიც ჟურნალისტმა ნათია ლაზაშვილმა წაიყვანა. ასევე არხზე დაგეგმილია უამრავი სიახლე, რომელსაც მაყურებელი ეტაპობრივად გაიცნობს და იხილავს. ასევე შეხვდებით უამრავ ცნობილ სახეს, რომლებიც "რუსთავი 2"- ში არხიდან წინა ხემძღვანელობის წასვლის შემდეგ დაბრუნდნენ. იხილეთ "გვიანი შოუს" ვიდეო. 262 2-ს მოსწონს
|