პარამეცნიერებები 10 სახის ენერგოვამპირი, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ 2019, 25 სექტემბერი, 18:09 პიროვნული ურთიერთობები ის თემაა, რომელიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში აქტუალურია და თანაც არასოდეს კარგავს ამ აქტუალურობას. ურთიერთობებში საკუთარ სასიცოცხლო ენერგიას ვდებთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად ღირს ეს მსხვეპლი. რაც უფრო პრობლემატურია ადამიანი, მით მეტი ენერგია გაედინება ჩვენგან. ენერგოვამპირიზმის უამრავი სახე არსებობს, არახალია თემა, რომ ადამიანების კატეგორია სხვების ენერგიით იკვებება. ეს ყველაფერი კი მსხვერპლის ცხოვრებასა და მის იღბალზეც ნეგატიურად მოქმედებს, ამიტომ ვის გვერდით ვატარებთ დროის დიდ ნაწილს საბედისწერო მნიშვნელობა ენიჭება. აქ მოცემულია ადამიანების კატეგორია, რომლებთან ახლო ურთიერთობებსაც უმჯობესია თავი ავარიდოთ. 1) ვულკანი - ეს ადამიანი აგრესორია, მუდამ მზადაა აფეთქებისთვის, ადრე თუ გვიან ვულკანი აფეთქდება და ლავა დაგფარავთ. მათი სიბრაზე გადამეტებულია. 2) ქარიზმატული მანიპულატორი - ამ ტიპის ადამიანებმა იციან რა გითხრან და რა მოიმოქმედონ, რომ მიიღონ ის, რაც სურთ. შეუძლიათ მოგატყუონ ისე, რომ სახიდან თბილი ღიმილი არ მოიშორონ. იტყუებიან, იპარავენ, მანიპულირებენ, იყენებენ და ამ ყველაფერს საოცრად დახვეწილი მანერით აკეთებენ. რაც მთავარია, წვეთი სინანული არ არის მათში. 3) ნარცისი - ისინი საკუთარ თავს და ეგოს პირველ ადგილზე აყენებენ სხვა ყველაფერთან მიმართებაში. თავიდან ასე შეიძლება არ მოგეჩვენოთ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვონ, თუმცა მოგვიანებით დაინახავთ, რომ ერთადერთი, რაც მათ ადარდებთ, საკუთარი თავია. ისინი არასოდეს დაგიდგებიან გვერდით, როცა დახმარება დაგჭირდებათ და თუ რაიმე ფორმით თქვენმა ინტერესებმა ერთმანეთი გადაკვეთა, უცებ გაჩვენებენ როგორი სიბრაზე და დაუნდობლობა შეუძლიათ. 4) დრამის დედოფალი - ასეთ ხასიათის ადამიანს საოცრად სჭირდება ყურადღების ცენტრში ყოფნა. მოსიარული ტრაგედიები არიან და ამ განწყობის მიტანა ყველგან შეუძლიათ. მათ მუდმივად აქვთ პრობლები და დახმარებას ითხოვენ. ასევე აქვთ საოცარი უნარი შეუქმნან პრობლემები სხვებს. შეუძლიათ განაწყონ ერთი ადამიანი მეორეს წინააღმდეგ და თვითონ დატკბნენ სანახაობით. 5) ცინიკოსი - პასიური აგრესორი და მწარე ენის ადამიანი, რომელიც საკუთარი ცინიზმით ფარავს შიშებს. იგი ამგვარ დამოკიდებულებას იყენებს, როგორც ფარს - ფარული თავდასხმა თავდაცვისთვის. სინამდვილეში საკმაოდ დაუცველია. ქვეცნობიერის კარნახით თვლის, რომ ნეგატივი და პესიმიზმი თავიდან ააშორებს ტკივილს. მისი დამოკიდებულებები ხშირად შეურაცხმყოფელი და მტკივნეულია გარშემომყოფებისათვის. 6) მოწუწუნე - ადამიანი, რომელიც ყოველთვის ადანაშაულებს სხვებს საკუთარ წარუმატებლობაში. ასეთი ფორმით ცდილობს აირიდოს პასუხისმგებლობა მის მიერვე მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებებზე. იმეორებს იგივე შეცდომებს და ასევე გამუდმებით ადანაშაულებს მთელ სამყაროს ამაში. მათი პრობლემები ყოველთვის სხვების ბრალია, თავად კი არასოდეს ტოვებს მსხვერპლის როლს. 7) კარიერისტი - იგი პრეტენზიული პიროვნებაა და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს განიხილავს როგორც მომდევნო საფეხურს მისი წარმატების გზაზე. ფული, ძალაუფლება და სტატუსი მთავარია მისთვის და მათ მოსაპოვებლად ყველაფერზე შეუძლიათ წასვლა. სოციალურ ურთიერთობებში მხოლოდ სტრატეგიული გათვლებით ებმებიან. მათ საერთოდ არ შეუძლიათ ნამდვილი სიყვარული, ურთიერთობები მხოლოდ მისი ტაქტიკური გეგმის ნაწილია. 8) ველური ბავშვი - მეამბოხე, არ ცნობს არანაირ წესებს, არ შეუძლია კომპრომისი. თავიდან საინტერესოდაც შეიძლება მოგეჩვენოთ მასთან ურთიერთობა. მოგვიანებით კი აღმოაჩენთ, რომ მისი დაუფიქრებელი ქმედებები აზიანებს როგორც მას, ისე გარშემომყოფებს და ეს როგორც წესი, საკმაოდ მტკივნეულია. საკუთარი იმპულსურიბის გამო ის ბევრ საქმეს იფუჭებს, მაგრამ რატომ უნდა დააზიანოს სხვები? 9) მეოცნებე - ამ ადამიანს ყოველთვის აქვს მარაგში წარმატების კიდევ ერთი საიდუმლო. აქვს გრანდიოზული გეგმები და მიზნები, მაგრამ უუნაროა მათ განხორციელებაში და ამასთან რეალურად ვერ აღიქვამს იმ დეტალებს და პრობლემებს, რომლებიც ნებისმიერ საქმეს თან ახლავს, ამიტომ ფინანსური და სოციალური კრახის წინაშე დგებიან. ნუ დაუკავშირებთ თქვენს გეგმებს ამ ჩასაძირად განწირულ გემს. 10) საბრალო ბიჭუნა - პიტერ პენი მისი ლიტერატურული პროტოტიპია. მათ არ სურთ გაზრდა, ამიტომ მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს ავალდებულებენ, რომ იზრუნონ მასზე როგორც ფინანსური, ისე ემოციური კუთხით. ამ მუდმივ ბავშვს სინამდვილეში შეუძლია გაზრდა, თუ იგი პასუხისმგებლობის აღებას გადაწყვეტს საკუთარ თავზე, მაგრამ ისინი ამას არასოდეს გააკეთებენ და სულ ეცდებიან იყონ ტვირთი სხვებისათვის. თუ შენ მოახდენ ამ 10 ტიპის იდენტიფიცირებას შენს ცხოვრებაში სჯობს თავი შორს დაიჭირო მათგან, რომ დაიცვა საკუთარი სასიცოცხლო ენერგია უსარგებლო ხარჯვისაგან. დრამებზე, კონფლიქტებზე, იმედგაცრუებაზე ძალების ხარჯვას, სჯობს საკუთარი რესურსები მიზნების განხორციელებას მოახმაროთ. ელა ასევე დაგაინტერესებთ:ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს - ფსიქოლოგ ლაბკოვსკის 20 სკანდალური დასკვნაადამიანის განვითარების ოთხი საფეხური კარლ იუნგის მიხედვით - შენ რომელ ეტაპზე ხარ?3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით
ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24
სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
2667 1-ს მოსწონს
|