საყოველთად ცნობილი ფაქტია, რომ ლედი გაგა საზოგადოებაში ყოველი გამოჩენისას, სულ უფრო და უფრო აოცებს და აკვირვებს საკუთარ ფანებს და არა მხოლოდ.
მორიგი „პრიკოლი“ მომღელისგან იყო ერთ-ერთ დაჯილდოვებაზე, სადაც ის „უცნაურად“ ჩაცმული გამოცხადდა. მართალია უკვე ყველა მიჩვეულია მის „გამოხტომებს“ და უცნაურ ჩაცმულობას, მაგრამ ეს მაინც შოკისმომგვრელი იყო საზოგადოებისათვის.
ლედი გაგა, "Video Music Awards"-ის ცერემონიალზე, არც მეტი და არც ნაკლები, ხორცის ნაჭრებისაგან შეკერილი კაბით მივიდა. გაგიკვირდებათ და, მას ფეხსაცმელიც იგივე „ბრენდის“ ეცვა და თავის სამკაულიც. საინტერესოა რა სუნამო ესხა იმ საღამოს ვარსკვლავს.
საინტერესოა, ნეტა ბუზები ხომ არ დასდევდა უკან? სად შეიძინა ეს ხორცი? ან ცერემონიალის შემდეგ რა ბედი ეწია ამ საოცრად მადისაღმძვრელ ნაჭრებს? :)) არ გამიკვირდება აუქციონზე რომ გაყიდონ :)))))