x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნათლობის ცერემონიალზე ცრემლები თავისით მომდიოდა,სავსე იყო ორგანიზმი ემოციით,განცდით და უდიდესი პასუხისმგებლობით-ნინი რევიშვილი
image

ნინი რევიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ.


ეს ადამიანები არიან ჩემი ნათლულები, რომლის მონათვლის ბედნიერება და დიდი პასუხისმგებლობა უფალმა მე დამაკისრა.



ერთ საღამოს აფთიაქში მორიგე ვარ, ღამის 11საათი იქნებოდა. შემოვიდა ცოლ-ქმარი აფთიაქში, ქალი ძალიან წუხდა და გამაყუჩებლები იყიდა, რომ მივეცი მომიბრუნდნენ და მკითხეს, აქ ბინები რა ღირს რომ ვიქირაოთო?
ძვირია ბატონო, მაინც? დამიბრუნა კითხვა. მეთქი 500ლარი, მაი ბინაა თუ სასახლე და გაეღიმა..


რა იყო? დავინტერესდი მე, რა და შვილო ჩემმა ცოლმა თვალის ოპერაცია გაიკეთა და ოპერაციები როგორც კი დასრულდა ყველა გამოგვიშვეს, ჩვენ აჭარლები ვართ, დასარჩენი არ გვაქვს და ვიფიქრეთ, ამაღამ ბინას ვიქირავებთ, ღამეს გავათევთ და ხვალ ბათუმში წავალთ, მარა მაგფერ ძვირს ვერ გადავიხდით, აგერ რომ დავჯდეთ?აფთიაქში?ჩემი დაწოლა მაინც არ შეიძლება, არა არა აქ ვერ დარჩებით შევწუხდი მე, იქნებ რამე მოვიფიქრო,
რამოდენიმე მაკლერთან დავრეკე და 70 ლარს არავინ ფეხი არ მოუცვალა ერთი ღამის გათევაში, თან ქალი ძალიან წუხდა, მე სამსახურთან ახლოს ვცხოვრობდი, ჩემთვის ვფიქრობდი, თუ არაფერი გამომივა, ჩემთან წავიყვან, მოსაპარი არაფერი მაქვს, ერთი კომპიუტერი მაქვს და თუ წაიღებენ, ღმერთმა შეარგოთ. დივანი თუ ჩაათრიეს მესამე სართულიდან და მალადეც ამათქო.

image

ავდექი, დავუძახე დაცვას, სახლის გასაღები მივეცი და ვუთხარი, რომ ჩემთან წაეყვანა და დაბინავებულიყვნენ (მე მარტო ვცხოვრობ)
ის დილა რომ გათენდა, გადმოვიდნენ, გასაღები დამიტოვეს. შოკოლადი უყიდიათ, მაჩუქეს და ბათუმში წავიდნენ, იქ ჩასულებს მათი შვილებისთვის მოუყოლიათ, ვიღაც გოგომ შეგვიფარაო დამირეკეს მისმა შვილებმა და ძალიან ბევრი მადლობა მომიხადეს.


ერთი თვის თავზე დამირეკეს, რომ ისევ თბილისში მოდიოდნენ ექიმთან კონსულტაციაზე, დავხვდი მატარებლის სადგურზე, სახლში მივიყვანე, ხელ დამშვენებული მესტუმრნენ აჭარული ნობათით, და ლაპარაკს შევყევით, პატარა სუფრა გავშალეთ და მაშინ მითხრეს, რომ ჩვენ მუსლიმანები ვართო. დიდუ, შევიცხადე ჩემდა უნებურად. ხო, მაგრამ გადავწყვიტეთ, მოვინათლოთ და შენ იყავი ჩვენი ნათლიაო, საოცარი განცდა დამეუფლა.



გაზაფხულზე თავისთან დამპატიჟეს ჩემს ოჯახთან ერთად, ჩავედი და ენით აუწერილი პატივი მცეს, ნათლობაც დავგეგმეთ და იმავე წლის აგვისტოში ბათუმის საკათედრო ტაძარში ეს ორი მაგარი ადამიანი მოვნათლე.

image

მანანა(მარიამი) & ჯემალი (გიორგი), ნათლობის ცერემონიალზე ცრემლები თავისით მომდიოდა, გული უფრო გამალებით მიცემდა ვიდრე ჩვეულებრივ დღეს, სავსე იყო ორგანიზმი ემოციით, განცდით და უდიდესი პასუხისმგებლობით.

image

მადლობა უფალო ამ დღისთვის, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მე რომ დამაკისრე, ვცდილობ კარგი ნათლია ვიყო და უფრო მეტად დავაყენო ეს ორი ძვირფასი ადამიანი ქრისტეს გზაზე, მიყვარხართ, თქვენ ხართ ყველასთვის სამაგალითო ადამიანები "-წერს ნინი რევიშვილი.

image

0
103
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0