x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
მამის როლი ვაჟის აღზრდაში

image


ბავშვების, განსაკუთრებით ბიჭების აღზრდაში ისტორიულად ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდნენ მამები. მაგრამ ბოლო ათწლეულების მანძილზე მიდის იმის პროპაგანდა, რომ ეს "ქალის საქმეა" და ეს ნარატივი დროთა განმავლობაში მყარად დამკვიდრდა - ყველამ დაიჯერა. ამან გამოიწვია ის, რომ ბიჭების უმეტესობა იზრდება უხერხემლო, ინფანტილურ, ქალის მსგავს მამაკაცებად, ისინი კოპირებენ და დემონსტრირებენ ქალის მსგავს ქცევის ტიპს, გოგონების უმეტესობა კი იზრდება ისტერიულ, მომხმარებელ მდედრებად, რადგან მათ ბავშვობაში არ იცოდნენ სიტყვა "არა" და არ ჰყოლიათ მორალური ავტორიტეტი მამის სახით. ამ ყველაფრის რეზულტატი კი არის ცივილიზაციისა და კულტურის დეკადენსი, მორალის სრული დაცემა, ღირსების ცნების ატავიზმად ქცევა, ცხოვრებისადმი მომხმარებლური და უკიდურესად ჰედონისტური დამოკიდებულება.


თაობების ცვლასთან ერთად ეს ყველაფერი გეომეტრიული პროგრესიით პროგრესირებს, ასეთია საზოგადოების არაპროპორციულად მაღალი ფემინიზაციის შედეგი. არადა ნებისმიერი მიხვდება, რომ წინაპრების მიერ ათასწლეულების მანძილზე აპრობირებული აღზრდის მეთოდი, რომელშიც ბავშვების აღზრდაში მამას უდიდესი როლი აკისრია - ეფექტური იყო. ფაქტია, რომ მათ შექმნეს საზოგადოების სტრუქტურა, რომელიც გამოსცადა დრომ და რომელმაც კაცობრიობას მისცა საშუალება განვითარებულიყო განვითარების იმ დონემდე, რომელზეც დღეს დგას.

0
96
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0