ასტროლოგია 23-29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2019, 23 სექტემბერი, 12:32 ვერძი სიყვარული - საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ მზრუნველობას და სიყვარულის გამოხატვას ელის. მხოლოდ საკუთარ თავზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ნუ ხართ. ფინანსები და კარიერა - ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებას. კარგი კვირაა სემინარებსა და ლექციებზე დასასწრებად. მოერიდეთ ისეთი შეცდომების დაშვებას, რომელთა გამოსწორებაც ძვირი დაგიჯდებათ. ჯანმრთელობა - მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი. კურო სიყვარული - მეტად გამოხატეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ. ნუ დაინანებთ დროს სიყვარულისთვის. ფინანსები და კარიერა - მეტად გამოავლინეთ ინიციატივა და გაწევრდით თქვენთვის საინტერესო ორგანიზაციასა თუ ასოციაციაში. მეტად იკონტაქტეთ პოზიტიურ ადამიანებთან, ვინც დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებაში. ჯანმრთელობა - მეტად გაუფრთხილდით გულს, გულთან ნუ მიიტანთ უსიამოვნებებს. ხშირად დაისვნეთ. ტყუპი სიყვარული - დიდი ფიქრის შემდეგ მიხვდებით, რომ ურთიერთობა მხოლოდ საწოლში იდილია არაა. თქვენ უფრო მეტი გჭირდებათ. უმჯობესია, ერთხელ გეტკინოთ, ვიდრე მუდამ გულნატკენი იყოთ. ფინანსები და კარიერა - მიზანი, რომლისკენაც იწევდით, სულ ახლოსაა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სპონსორებთან, ხელმძღვანელობასთან. ადრე ჩაფიქრებულის რეალიზების პერიოდია. პანიკაში ნუ ჩავარდებით, ყველაფერს ეშველება და რასაც არ ეშველება, იმაზე არ უნდა ინერვიულოთ. ჯანმრთელობა - მოთოკეთ ემოციები და მშვიდად იმოქმედეთ. კირჩხიბი სიყვარული - საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერითა და შექებით ახალი მიღწევებისკენ უბიძგებთ. ეცადეთ, სამუშაო დღეებიც კი დღესასწაულად უქციოთ მას. ფინანსები და კარიერა - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ეცადეთ, ფული პატიოსანი გზით იშოვოთ. თუ უფროსი ხართ, წაახალისეთ თანამშრომლები, გაუუმჯობესეთ მუშაობის პირობები. ჯანმრთელობა - შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა დაავადებამ. შეამცირეთ დატვირთვა. ლომი სიყვარული - ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი დაგამშვიდებთ. მეტად იზრუნეთ კავშირის გაუმჯობესებაზე. ფინანსები და კარიერა - მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების პერიოდი დაგიდგათ. იყავით მაქსიმალურად ჩახედული ყველა წვრილმანში. პარტნიორებს მაინცდამაინც თვალდახუჭული ნუ ენდობით. ჯანმრთელობა - ახლა გაცივება და უსიამოვნო სიურპრიზები არ გაწყობთ, გაუფრთხილდით ყურებს. იხილეთ ყველა ნიშანი ბმულზე > > > 293 2-ს მოსწონს
|