სხვა როგორ ვაქციოთ ძველი ხრუშჩოვკის ბინა თანამედროვე საცხოვრებლად? 2019, 25 სექტემბერი, 11:38 ე, წ "ხრუშჩოვკა" ნიკიტა ხრუშჩოვის (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1953-1964 წლებში) პერიოდის 3-5-სართულიანი პანელებიანი ან აგურის საყოფაცხოვრებო ბინების კომპლექსებია, რომლის პროექტიც მართალია არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნის, თუმცა ხალხში მას დღემდე "ხრუშჩოვკის" სახელით მოიხსენიებენ.
პროცესი ისეთი სწრაფი და ეკონომიური აღმოჩნდა (ხარისხს არავინ ჩიოდა), რომ ამ ტიპის ბინების მშენებლობა მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყეს, რაც თითქმის 1980-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. ამ ტიპის სახლში ჭერი 2, 5 მ-ს არ აღემატებოდა, შიდა კედლებს ხმის ცუდი იზოლაცია ჰქონდა. ამ სახლებში არ იყო ლიფტი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ხრუშჩოვკების" პირველი სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად შეიქმნა და 25 წელზე იყო გათვლილი, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე ფუნქციონირებს. ხოლო "მყარი" "ხრუშჩოვკების" სერია 50 წელზე იყო გათვლილი, გამოკვლევით დადგინდა, რომ დროული კაპიტალური რემონტის შემთხვევაში, მათი რესურსის გახანგრძლივება 150 წლამდე იყო შესაძლებელი. ადრეულ პროექტებს კრამიტის ან შიფერის გადახურვები ჰქონდა. გვიანდელ პროექტებში სახლებს სახურავები შეუცვალეს, რასაც ზედ საიზოლაციო მასალა ჰქონდა მოყრილი, სხვენს კი მცირე ზომის სავენტილაციო ნახვრეტები გაუკეთდა... საქართველოში 90-იან წლებში მოსახლეობამ ამ ტიპის საცოვრებელ სახლების თვითნებური მიშენება-მოშენაბა-დაშენება დაიწყო. რითაც საბჭოთა არქიტექტურის "შედევრი" კიდევ უფრო დამახინჯდა, რის მაგალითებსაც ქალაქში თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე საკმარისად ვაწყდებით. ბუნებრივია, რომ ყველას არ აქვს იმის სახსრები, გაყიდოს და ახალი იყიდოს, მით უმეტეს თუ საქმე "ხრუშჩოვკის" პროექტის ბინას ეხება. ის ძალზედ მოძველდა და არქიტექტურა იმდენად შორს წავიდა, მისი პროექტი დღევანდელ ადამიანებს აღარაფრით ხიბლავს. მათთვის კი, ვინც დღემდე ხრუშჩოვკის ბინაში ცხოვრობთ, თავისუფლად შეგიძლიათ აქციოთ თქვენი ბინა თანამედროვე საცხოვრებლად. 488 8-ს მოსწონს
|