x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პეტროზავოდსკის ფენომენი"-რა მოხდა პეტროზავოდსკის ცაზე 1977 წლის 20 სექტემბერს?
image
1977
წლის 20 სექტემბერს დილის 4:00 საათიდან 4:20 საათამდე (მოსკოვის დროით) აზე ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პეტროზავოდსკში და კარელიის სხვა დასახლებებში (სორტავალა, ლეპიასურია, ლეტა და სხვ.), აგრეთვე ლენინგრადისა და ლენინგრადის ოლქში, კერძოდ, პულკოვოს ობსერვატორიაში და პულკოვოს აეროპორტში, სკოვის ოლქში, ბალტიის ქვეყნებში და ფინეთში (ჰელსინკი, ნურმირვი )დაფიქსირდა ციური ობიექტი, საიდანაც საკმაოდ გრძელი მანათობელი ზოლები გამოდიოდა, იგი ჰგავდა მედუზას ან რვაფეხას , თვითმხილველების თქმით, ასხივებდა სხვადასხვა ფერები: თეთრი, ყვითელი, მეწამული, მოლურჯო და მწვანე. თავად ობიექტი არავითარ ხმას არ გამოსცემდა. პეტროზავოდსკში ამის მოწმე იყო მხოლოდ 100 – მდე ადამიანი, რადგან ამ დროს მოსახლეობის უმეტესობა ეძინა.

image




ეს მოვლენა მხოლოდ 4 დღის შემდეგ გააშუქა საბჭოთა პრესამ, მასზე წერდა არაერთი ცენტრალური და ადგილობრივი გაზეთი.საბჭოთა კავშირის ღია პრესაში "პეტროზავოდსკის ფენომენი" არა თანამგზავრის გაშვებით ახსნა, არამედ მეტეორიტის შესაძლო დაცემით ან კოსმოსური ნაგვის- ხელოვნური თანამგზავრის ან რაკეტა-მატარებლის ნარჩენების ატმოსფეროში შესვლის დროს წვით, რადგან პლესეცკის კოსმოდრომის არსებობას საბჭოთა ხელისუფლება იმ დროისთვის ოფიციალურად მალავდა, არა და ზუსტად იმ დღეს, მოსკოვის დროით 4:01 საათზე პლესეცკიდან, რომელიც პეტროზავოდსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, სტარტი აიღო რაკეტა-მატარებელმა Восток-2М -მა, რომელმაც ორბიტზე სადაზვერვო რადიოელექტრონული თანამგზავრი Космос-955 გაიტანა.

image


1977 წელს ყველაზე სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატმა ლ. მ. გინდილისმა კოლეგებთან ერთად.იგი აგრეთვე დაუკავშირდა პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს. მან შეაგროვა უამრავი თვითმხილველის მონათხრობი, დასასრულს, მან ჩათვალა, რომ ვერსია რაკეტის შესახებ არასაკმარისი იყო ყველა დაფიქსირებული ფენომენის ასახსნელად;

image

ამასთანავე საქმე გაართულა თვითმხილველთა განსხვავებულმა ჩვენებებმა, ზოგი ამბობდა, რომ ცაზე დაინახა რამდენიმე ობიექტი, ასევე განსახვავებული იყო მონაცემი ობიექტის ნათებაზე, ტრაექტორიაზე, სიმაღლეზე და ა.შ.კვლევას ართულებდა ისიც, რომ ფაქტობრივად არ არსებობდა ფოტოსურათები და დოკუმენტური ჩანაწერები.


1978 წლის ზაფხულში, პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა ობიექტის სივრცითი მდგომარეობა, რომელიც ეყრდნობოდა თვითმხილველთა ადგილმდებარეობას და ცის ნიშნულებს, საბოლოოდ დაადგინეს, რომ, ობიექტის ფრენის სიმაღლე 6-15 კილომეტრი იყო, რაც არ შეესაბამებოდა კოსმოსური რაკეტის ვერსიას, თუმცა ვერაფრით ახსნეს, როგორ დაინახეს იგივე ობიექტი ლენინგრადის ოლქში და ფინეთში (მაშინ გამოდის ცაზე რამდენიმე იდენტური ობიექტი იყო.)

image

რაც შეეხება უცხოელ ექსპერტებს, "პეტროზავოდსკის ფენომენი" დაუყოვნებლად დაუკავშირეს Космос-955 თანამგზავრის გაშვებას .აღინიშნა, რომ ზუსტად მსგავსი ფენომენი დაფიქსირდა შვედეთსა და ფინეთში, როდესაც პლესეცკიდან მეტეოროლოგიური თანამგზავრი "Метеор-1-2» გაუშვეს ორბიტაზე 1969 წლის 6 ოქტომბერს, მოსკოვის დროით 4:41 საათზე იგივე Восток-2М-ით; თითქმის იდენტური იყო განათება და ტრაექტორია.


გარდა ამისა, ჯეიმს ობერგმა, კოსმონავტიკის ექსპერტმა ჰიუსტონიდან, აღნიშნა, რომ მსგავსი ფენომენები არ ხდება რაკეტის ყოველი გაშვების დროს:ეს დამოკიდებულია აზიმუტზე, სიმაღლეზე, დროზე, ტრაექტორიაზე და რაკეტის ტიპზეც.


არსებობს კიდევ ერთი უცნაური მოვლენა, რომელიც "პერტოზავოდსკის ფენომენს" მოჰყვა, არსებობს მტკიცებულება პეტროზავოდსკის დაახლოებით 15 მაცხოვრებლის შესახებ, რა დროსაც 1977 წლის ოქტომბრიდან 1978 წლის ბოლომდე, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მდებარე მაღალსართულიან შენობების ფანჯრების მინებზე გაჩნდა ხვრელები, ზოგი იდეალურად მრგვალი, ზოგიც აბსტრაქტული ფორმის, ამაზეც ჩატარდა კვლევა, ვერსია სხვადასხვა იყო, ბანალური ბავშვების მიერ ნასროლი შურდულიდან დაწყებული და უცხოპლანეტელთა ხომალდის მიერ შუშების "სკანირებით"დამთავრებული.

image

ყოველ შემთხვევაში სწორედ "პეტროზავოდსკის ფენომენმა" დაუდო სათავე საბჭოთა კავშირში ახალ მეცნიერების დარგს, რომელსაც უფოლოგია ეწოდება.

0
515
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
515
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0