კოლექციები ,,წელს მან მთელი ჩემი სახე გადაფარა" კიმ კარდაშიანის გულწრფელი აღიარება ფსორიაზთან დაკავშირებით 2019, 20 სექტემბერი, 12:29 ![]() რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი უკვე წლებია ფსორიაზს ებრძვის. თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, ბევრად რთულია, ვიდრე ადრე გახლდათ, ვინაიდან ფსორიაზმა წელს, მთელი მისი სახე და ფეხები მოიცვა. ![]() ![]() კიმის თქმით, კანის დაავადებამ თავი 25 წლის ასაკში იჩინა და მან მისი მუცლისა და ფეხების არე სრულიად მოიცვა. კიმს იმ პერიოდში გაუმართლა, რომ მეზობლად დერმატოლოგი ცხოვრობდა, რომელმაც დაუნიშნა კორტიზონი და სრულიად განკურნა დაავადებისგან. ![]() 5 წლის განმავლობაში კიმს მსგავსი რამ აღარ დამართნია. თუმცა ერთ დღეს, კარდაშიანების ქსელის, DASH -ის გახსნის დღეს, ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილმა, სახლში დაბრუნებისას შეამჩნია, რომ კანი ექავებოდა. კიმმა იფიქრა, რომ ქავილი მისმა კაბამ გამოიწვია. ![]() ![]() ორსულობისას, ფსორიაზი ქრებოდა, თუმცა თავს ისევ ახსენებდა პერიოდულად ართრიტის სახით. ტკივილი, რომელსაც ეს დაავადება იწვევდა, კიმს მცირე ნივთების აღების საშუალებასაც კი არ აძლევდა. ![]() ![]() 605 2-ს მოსწონს
|