x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაიმახსოვრეთ ეს ორი გვარი, ორივე გასამართლდება შეწყალების სკანდალის გამო" - ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით, საგანგებო პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, აღნიშნულ სკანდალურ საქმესთან ორი პირი - დიმიტრი გაბუნია და პაატა სალია ფიგურირებენ, კილაძე დარწმუნებულია, რომ სულ მალე, ორივე მათგანი მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება: "დიმიტრი გაბუნია, პაატა სალია - დაიმახსოვრეთ ეს ორი გვარი. დადგება დრო და ორივე გასამართლდება პრეზიდენტის შეწყალების სკანდალის გამო! როგორ შეიძლებოდა გაბუნიას მიშვება ხელისუფლებასთან.. ჭკუა სად გაქვთ ! p.s. ცნობისთვის, ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატები იყვნენ ორივე ბადრის ოჯახთან დავის დროს, " - დაწერა გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ. შეგახსენებთ, რომ პრეზედენტმა სულ 35 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. შეწყალებული პატიმრებიდან 3 პირი მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული - რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძეა.








0
527
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
527