საზოგადოება ქართველი 18 წლამდელი მორაგბე ავტოავარიას ემსხვერპლა 2019, 18 სექტემბერი, 21:23 საქართველოს თვრამეტწლამდე ნაკრების ყოფილი მორაგბე ბართლომე კალაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი „აია“ ავრცელებს. თუმცა კლუბი არ აკონკრეტებს, სად და რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც არასრულწლოვანი სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა. „რაგბის კლუბი “აია" მწუხარებას გამოთქვამს რაგბის კლუბ კიკეთის “იუნკერების" მორაგბის ბართლომე კალაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ბართლომეს ოჯახს და მის თანაგუნდელებს რაგბის კლუბ “იუნკერების" მორაგბეებს.“ - წერია განცხადებაში. ახალგაზრდა მორაგბე „იუნკერებში“ ასპარეზობდა და სხვადასხვა დროს ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია. ბართლომე კალაძე იმ წარმატებული თვრამეტწლამდე ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა. 56 შეფასება არ არის
|