სხვა რას ნანობენ ადამიანები ცხოვრების ბოლოს 2019, 18 სექტემბერი, 16:36 მეცნიერებმა რამდენჯერმე ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა 70, 80, 90 წლის ასაკის ადამიანებს შორის, თუ რას ნანობდნენ ისინი ცხოვრების ბოლოს. - პირველ ადგილზეა სინანული იმაზე, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმეს არასაყვარელ სამუშაოს; - მეორე ადგილზეა სინანული იმის შესახებ, რომ მცირე დრო დაუთმეს საყვარელ ადამიანებს და მეგობრებს; - მესამე ადგილზეა სინანული საკუთარი სხეულის მიმართ ცუდად მოქცევის თაობაზე (არასწორი კვება, დაავადებების პროფილაქტიკის დაიგნორება); - მეოთხე ადგილზეა სინანული, რომ ვერ მოახერხეს მეტი მოგზაურობა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთაგან არავინ დარდობდა იმაზე, რომ არ ჰყავდა მანქანა, არ ეცვა ძვირფასად, რომ გაატარა მცირე დრო ღამის კლუბებსა და რესტორნებში ან ლაყბობაში. 110 1-ს მოსწონს
|