ბევრ მშობელს სურს, რომ მისი შვილი სხვებზე უკეთესი იყოს და ამ მიზნით ზოგჯერ ძალიან შორსაც კი შეტოპავენ ხოლმე. ზედმეტი ყურადღების ან პირიქით, დესპოტური აღზრდის გამო კი მათი ბავშვები მარტოსულები და ცხოვრებისთვის სრულიად მოუმზადებელნი არიან.
ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე დაემართა რუს გოგონას ანჟელიკა კენოვას. მას ბავშვობიდან ჩაუნერგეს მშობლებმა თოჯინას ბარბის გარეგნობისადმი სიყვარული. და მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგნობით უამრავი ადამიანია აღფრთოვანებული, თავად ანჟელიკა აღიარებს, რომ თავს უბედურად გრძნობს.![ანჟელიკა კენოვა-გოგონა,რომელიც
მშობლებმა ცოცხალ თოჯინად გადააქციეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019091723411579351.jpg)
ანჟელიკა კენოვა ერთ-ერთია იმ გოგონათაგან, რომელთაც “ცოცხალ თოჯინებს" უწოდებენ. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ანჟელიკას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია და გარეგნობაში სერიოზული ცვლილებები არ შეუტანია( ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობს).
თოჯინა ბარბის იმიჯი კი ანჟელიკასთვის დედამისმა ამოირჩია და არა მან თავად.
თავის მცირერიცხოვან ინტერვიუებიდან ერთ-ერთში გოგონამ ისაუბრა, რომ ბარბი პირველად 5 წლისამ ნახა და ძალიან გააოცა თოჯინასთან გარეგნულმა მსგავსებამ. წლებთან ერთად კი ეს მსგავსება უფრო და უფრო იზრდებოდა.
მშობლები კი ყოველნაირად ხელს უწყობდნენ მისი ინტერესის გაღვივებას ბარბის მიმართ: ყიდულობდნენ მისთვის ახალ თოჯინებს, უკეთებდნენ მისნაირ ვარცხნილობებს, აცმევდნენ თოჯინასავით და ისე ეპყრობოდნენ, როგორც საყვარელ და ძვირადღირებულ...თოჯინას.
ანჟელიკას დედა არჩევდა შვილისთვის სამოსს, აწყობდა ფოტოსესიებს, თავად წყვეტდა რა უნდა ეკეთებინა ანჟელიკას და ვისთან ემეგობრა. მაშინაც კი, როცა ანჟელიკა გაიზარდა, არაფერი შეცვლილა. ის ახლა 27 წლისაა, მაგრამ ისევ მშობლებზეა დამოკიდებული.![ანჟელიკა კენოვა-გოგონა,რომელიც
მშობლებმა ცოცხალ თოჯინად გადააქციეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019091723490579351.jpg)
იმისთვის, რომ ფორმაში იყოს, გოგონა რეგულარულად სტუმრობს კოსმეტოლოგებს, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, პირად მწვრთნელთან კვირაში 5-ჯერ ვარჯიშობს და ყოველ დილით დარბის.
“რუსი ბარბი" ჟურნალისტებთან ხშირ ურთიერთობას თავს არიდებს, ამიტომ მის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. თუ ხმებს დავუჯერებთ, ანჟელიკა ისევ მშობლებთან ცხოვრობს, ქუჩაში პირად მცველებთან ერთად ჩნდება და არცერთხელ არ ჰქონია სერიოზული ურთიერთობა. ზოგიერთ პაემანზე კი მას დედაც ახლდა.
![ანჟელიკა კენოვა-გოგონა,რომელიც
მშობლებმა ცოცხალ თოჯინად გადააქციეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019091800031579351.jpg)
მშობლები მას ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ ახალგაზრდობაში მთავარი კარიერაა. ამიტომ, მისი ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ადრეულ ეტაპებზევე სრულდებოდა. რომანტიკასა და მოდელის პროფესიას შორის ანჟელიკამ არჩევანი მეორეზე შეაჩერა.
ყველაფრის გათვალისწინებით, მან მართლაც აიწყო კარიერა. მის ინსტაგრამ გვერდს 200 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო მისი პოსტების უმრავლესობა სარეკლამო ხასიათისაა.![ანჟელიკა კენოვა-გოგონა,რომელიც
მშობლებმა ცოცხალ თოჯინად გადააქციეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019091800071979351.jpg)
![ანჟელიკა კენოვა-გოგონა,რომელიც
მშობლებმა ცოცხალ თოჯინად გადააქციეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019091800083879351.jpg)
![ანჟელიკა კენოვა-გოგონა,რომელიც
მშობლებმა ცოცხალ თოჯინად გადააქციეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019091800085779351.jpg)
![ანჟელიკა კენოვა-გოგონა,რომელიც
მშობლებმა ცოცხალ თოჯინად გადააქციეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019091800091179351.jpg)
![ანჟელიკა კენოვა-გოგონა,რომელიც
მშობლებმა ცოცხალ თოჯინად გადააქციეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019091800092779351.jpg)
![ანჟელიკა კენოვა-გოგონა,რომელიც
მშობლებმა ცოცხალ თოჯინად გადააქციეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201909/2019091800095279351.jpg)
იმედია, ეს თამამი ფოტოები ანჯელიკას ერთგვარი მცდელობაა ბროლის სატუსაღოდან თავის დასაღწევად და არა მისი მშობლების მორიგი ახირება, რადგან ბოლო დროს ხშირია შემთხვევები როცა მშობლები საკუთარ შვილებს შემოსავლის წყაროდ იყენებენ.