ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშნების შეწყობა დაბადების წლის მიხედვით 2019, 17 სექტემბერი, 15:50 არსებობს ლეგენდა, რომელიც ჩინური ჰოროსკოპის ცხოველებს უკავშირდება. ითვლება, რომ სწორედ ამ თანმიმდევრობით მივიდნენ ცხოველები ბუდასთან გამოსამშვიდობებლად. მან კი ჯილდოდ ამ ცხოველებს ადამიანების ბედის განკარგვა უბოძა 12 წელიწადში ერთხელ.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, სწორედ დაბადების წელი განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს და მომავალს.
![]() იმის გარკვევაში, თუ რამდენად ეწყობით სხვა ნიშნებს, ეს ცხრილი დაგეხმარებათ. პრინციპი ადვილია, უბრალოდ იპოვეთ თქვენი დაბადების წლის ნიშანი, თქვენი მეორე ნახევრის დაბადების წლის ნიშანი და წაიკითხეთ მათ გადაკვეთაზე არსებული რიცხვის განმარტება: ![]() 1-პრობლემური კავშირი. ასეთ კავშირში ხშირია უთანხმოება, კამათი და სირთულეები. ურთიერთობა სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს. 2-თანასწორობა. ეს ნიშნები ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან და სწორედ ეს ქმნის აუცილებელ ჰარმონიას. ასეთ კავშირში ადამიანები იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. ![]() 4-იძულებითი პარტნიორობა. ნუმეროლოგია არ ურჩევს ამ ადამიანებს ურთიერთობის დაწყებას. არაფერ კარგს არ უნდა ელოდეთ ამ კავშირისგან. ![]() 6-უთანასწორო ურთიერთობა. ასეთ კავშირში გამუდმებული აღმაფრენა და დაცემა გელით. ცხოვრება კი სულად არ იქნება ადვილი. თუმცა, ჭეშმარიტი სიყვარულის შემთხვევაში კავშირი შენარჩუნდება. ![]() 1.ვირთხა, დრაკონი, მაიმუნი ეს ნიშნები იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს, რასაც მათ გადაკვეთაზე არსებული 3-იანიც ანუ იდეალური შეთავსება მოწმობს. თავისი ძლიერი ენერგეტიკით ისინი იდეალურად ავსებენ ერთმანეთს, შედეგად კი მყარ და ხანგრძლივ კავშირს ვიღებთ. ![]() ეს ნიშნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა მათ მშვიდი ხასიათი და თავშეკავება აერთიანებთ. ისინი სტაბილურობას აფასებენ და დრამებს არ დგამენ. სწორედ ამიტომ, თავს კომფორტულად გრძნობენ ერთმანეთთან. საიმედო და მყარ კავშირს ქმნიან, როგორც ქორწინებაში, ისე სამსახურსა და მეგობრობაში. ![]() ეს ნიშნები რთული ხასიათით გამოირჩევიან, თუმცა ერთმანეთს უბრალოდ იზიდავენ. მათი ურთიერთობა კი ჰარმონიულია. ამ ნიშნებიდან თითოეული გამოირჩევა წესრიგით, ერთგულებით და ნამდვილი სიყვარულის პოვნისკენ ისწრაფვიან. ![]() ეს ნიშნები რბილი ხასიათით გამოირჩევიან. ამ ადამიანებთან კომფორტულად და კარგად გრძნობთ თავს. უბედურება ისაა, რომ ხშირად ხდებიან სხვისი სიხარბის მსხვერპლნი, რადგან მათ გაცემა უყვართ და არა აღება. ამის გამო მათ ხშირად იყენებენ ანგარებიანი მიზნებისთვის. თუმცა, ერთმანეთთან კავშირში მათ შეუძლიათ დრამებს თავი დააღწიონ და უსაფრთხოდ იცხოვრონ. ![]() 2225 შეფასება არ არის
|