x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მყუდრო ბუდე": კოლუმბიელი ოჯახის უჩვეულო “სახლი”, რომელიც კანალიზაციაში ცხოვრობს

image

მარია გარსია და მიგელ რესტრეპო ერთად უკვე 22 წელია არიან. მათ, ცხოვრებაში არაერთი სირთულისა და მძიმე პერიოდის გადალახვა მოუწიათ. წლების განმავლობაში, ორივე მათგან ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. თუმცა, ერთმანეთისადმი სიყვარული წამალზე გაცილებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა. წყვილმა მავნე ჩვევისგან გათავისუფლება წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად მაინც მოახერხა, თუმცა, ამის დაჯერება მათ გარშემო დიდი ხნის განმავლობაში არავის სურდა.


image

ორივე მათგანი ოჯახურ გარემოზე ოცნებობდა, ამიტომ საკუთარ ახლობლებს ისინი ფინანსურ დახმარებას სთხოვდნენ, მაგრამ მათი არავის სჯეროდა. ოჯახის წევრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ წყვილს ფული მორიგი დოზის შესაძენად სჭირდებოდა. შეყვარებულებს სხვა გზა არ ჰქონდა, ისინი ისეთი ადგილის მოსაძებნად გაემართნენ, სადაც მყუდრო გარემოს შეიქმნიდნენ.


image

პატარა საკანალიზაციო ლუქი იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა. კოლუმბიაში არაერთი უსახლკარო სწორედ ასეთ გარემოში ცხოვრობს. დროთა განმავლობაში, მათ თავიანთი ბუდე შეძლებისდაგვარად მოაწყეს, მიგელმა ელექტროენერგია გაიყვანა, ასე რომ, წყვილს ახლა, ტელევიზორის ყურებაც კი შეუძლია.


image


დღესასწაულებზე მარია საკუთარი "ბინის" ინტერიერის მორთვაზეც გულმოდგინებით ზრუნავს და სიცივეში არა მხოლოდ მის გათბობას, არამედ ქურაზე ცხელი კერძის მომზადებასაც კი ახერხებს. ორივე მათგანი აღიარებს, რომ თავიანთ მყუდრო ბინას, ისინი სხვა, ბევრად უფრო კომფორტულ სახლზეც კი, არასდროს გაცვლიან.


image

აქ, ისინი კრიმინალისგან და სხვა ბევრი ცდუნებისგან შორს, თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობენ, კომპანიონობას კი მათ საყვარელი ოთხფეხა მეგობარი უწევს, რომელიც დროთა განმავლობაში წყვილის საუკეთესო მეგობარი და ერთგული პირადი მცველი გახდა.



0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
201