შოუბიზნესი ცნობილი ვარსკვლავების ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტები 2019, 16 სექტემბერი, 15:49 ეს სახლი სელინ დიონს ეკუთვნოდა 2017 წლამდე, იგი ფლორიდაში, იუპიტერის კუნძულებზე მდებარეობს და დიონმა 28 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. მისი ფართობი 2860 კვადრატული მეტრია და ამჟამინდელი მესაკუთრის განკარგულებაში 13 საძინებელი და 14 სველი წერტილი გახლავთ. მომღერალ ტეილორ სვიფტის პოპულარობა წამებში იზრდება, ისევე როგორც მისი ფინანსები და სულაც არ არის გასაკვირი ფუფუნებაში ცხოვრება მისი არჩევანი გახლდეთ. სახლი, რომელიც ტეილორს ეკუთვნის, 1000 კვადრატული მეტრის ფართობისაა და 25 მილიონი აშშ დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ მისი პირველი მესაკუთრე მეტრო გოლდენ მეიერის დამაარსებელი Samuel Goldwyn-ი გახლდათ. ცნობილი ტელეწამყვანის, ელენის შოუს ავტორის, ელენ დეჯენერესის სახლი, რომლის ღირებულებაც სულ რაღაც 39, 5 მილიონი აშშ დოლარია, 975 კვადრატული მეტრია. აღნიშნული სახლი, რომლის ფართობიც 243 კვ.მ გახლავთ, მერლინ მონროს ეკუთვნოდა. ის 2015 წელს გაიყიდა 7.25 მილიონ აშშ დოლარად. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა ქონება სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე იყიდა და ის მის მიერ ნაყიდ ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენდა. სახლის იერსახე კვლავ შენარჩუნებულია. სახლი, რომლის საერთო ფართობი 2136 კვადრატული მეტრია, ყოფილ პირველ ლედის, ჟაკლინ კენედის ეკუთვნოდა და მისი ღირებულება 49, 5 მილიონი აშშ დოლარია. სახლს ჩოგბურთის კორტები, დახურული და გარე აუზები ამშვენებენ. ეს უაღრესად გემოვნებიანი სახლი კი მის არანაკლებ გემოვნებიან მფლობელს, ოდრი ჰეპბერნს ეკუთვნოდა. სახლის ფართობი 650 კვადრატული მეტრია და იგი 13, 995 აშშ მილიონი დოლარი ღირს. გადმოცემის მიხედვით, მსახიობს ძალიან უყვარდა სტუმრიანობა და ცალკე მათთვის გამოყოფილი ჰქონდა 65 კვადრატული მეტრის სახლი და 92 კვადრატული მეტრის მისაღები. 126 1-ს მოსწონს
|