x
image
ჯონ დო
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
image



















1. ინგლისურ აზიური სახელი “ჩინეთი“ წარმოიშვა “ცინის“(გამოითქმება როგორც “ჩინ“ ) იმპერატორიის დინასტიის დროს, სწორეთ ამ დინასტიის დროს გახდა ჩინეთი ერთიანი სახელმწიფო, გამაერთიანებელი იყო “ში ხუან-დი“(260-210)დაუშლელი იმპერატორული პერიოდი იყო 1912 წლამდე.


2. ჩინეთს ხშირად მოიხსენიებენ ერთ ერთი უძველესი ცივილიზაციის ქვეყნად.6000 წელი ჩვ.წ.აღ-მდე


3. ყველაზე უძველესი ენა რომელიც დღესაც კი გამოიყენება არის ჩინური ენა.



4. ჩინეთი სიდიდით მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში (რუსეთის, კანადის და ამერიკის შემდეგ)


5. ჩინეთი არის ყველაზე დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში, ყოველი მეხუთე ადამიანი მსოფლიოში ჩინელია, 2009 წლის ივლისის მონაცემებით ჩინეთში დაფიქსირებულია 338 612 986 ადამიანი.


6. ჩინეთს ეძახიან “ყვავილების ქვეყანას“. ჩინეთში გამოყვანილი უმეტესობა ხილის და ყვავილების ჯიშები დღეს მთელ მსოფლიოში მოჰყავთ.


7.ტუალეტის ქაღალდი ჩინეთში გამოიგონეს.


8. ტუალეტის ქაღალდის გარდა ჩინეთში გამოიგონეს, კომპასი, სათვალე, საწერი ქაღალდი, დენთი და ბეჭდვა.


9.ჩინური “საჰაერო გველი“ ასევე ქაღალდის ჩიტები, გამოიგონეს ჩინეთში 3000 წლის წინ, თავიდან მათ არ გამოიყენებდნენ როგორც გასართობ საშუალებად, მათ იყენებდნენ მტერთან ბრძოლის დროს მტრის შესაშინებლად.ასევე მეზღვაურები ამინდის პროგნოზს საზღვრავდნენ მფრინავი გველის მეშვეობით.


10. კალიების ჩხუბი ჩინეთში ერთ ერთი გასართობი სანახაობაა:))))


11.პინგ-პონგი (ანუ მაგიდის ჩოგბურთი) ჩინეთში ყველაზე პოპულარული თამაშია, ის ჩინელებმა არ გამოიგონეს, ინგლისელების მოგონილია.


12. უმეტესობა ჩინელების ყველაზე გავრცელებული ჰობია “ფილატელია“


13. ევროპისგან განსხვავებით ჩინეთის სამგლოვიარო ფერი თეთრია და არა შავი.


14. გაგიკვირდებათ, მაგრამ 130 წელს ჩინელმა ასტრონომმა “ჩან ხენმა“ გამოიგონა დანადგარი რომელიც აფიქსირებდა მიწისძვრის ეპიცენტრს.


15.ჩინეთში გამოიგონეს ნაყინი და ის ევროპაში მარკო პოლოს წყალობით მოხვდა.


16. ჩინელები იყვნენ პირველები ვინებმაც გამოიყენეს “რკინის გუთანი“, ევროპაში რკინის გუთანის გამოყენება მე–17 საუკუნიდან დაიწყო...


17.არბალეტი ჩინელებმა გამოიგონეს და ასევე პირველებმა გამოიყენეს ციფრი “0“ (ნული)


18. ჩინეთის მოსახლეობის 92% ყოველდღიურად კომუნიკაციისთვის ჩინურ ენას იყენებს.


19. ჩინეთის კედელი 7 000–მდე კილომეტრის არის, ის ძვ.წ. 3 დან ახ.წ. მე–17 საუკუნემდე შენდებოდა....


20. “სუ სონგი“ არის პირველი ჩინელი ადამიანი ვინც შეჰქმნა მექანიკური საათი.


ჩინეთზე ბევრი ძალიან საინტერესო ინფორმაციები არსებობს, მე უბრალოდ ძალიან ცოტა ინფორმაცია მოგაწოდეთ:)))

0
1913
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
1913
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0