x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135824
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510211
როგორ გავხადოთ მამაკაცი ბედნიერი? ბედნიერების ფორმულა გოგონებისთვის..!
თუკი მართლაც არსებობს გენდერული თანასწორობა მაშინ მამაკაცები უნდა მორჩნენ მუდმივად იმაზე ფიქრს თუ როგორ გააბედნიერონ ქალები. დროა ქალბატონებმაც იფიქრონ თუ რა გზით შეიძლება საყვარელ ადამიანს ცხოვრება გაულამაზონ და ნათელი ფერებით შეღებონ ყოველი დღე.:)

მამაკაცებს და ქალბატონებს ერთი სურვილი აქვთ-იყვნენ ბედნიერები ხოლო ბიჭებს ამასთან ერთად გართობაც სურთ, ამიტომ გთავაზობთ 10 თვისებას, რომლებსაც უნდა ფლობდეს "მის სრულყოფილება" რათა გახადოთ თქვენს გვერდით მყოფი მამაკაცი ბედნიერი. image

10. შარმი და მომხიბვლელობა!

ქალს, რომელსაც შეუძლია თქვენი ღიმილის მიზეზი გახდეს იმის უნარიც აქვს, რომ ყველა გარდაუვალი სიტუაციიდან გამოგიყვანოთ. ასეთი ქალი თქვენი ნამდვილი მესაიდუმლე გახდება.


9. ზღაპრული ტანი!

მამაკაცები არ აღიარებენ იმას, რომ სეირნობის დროს თავის საყვარელ ქალთან ერთად ისინი მას აჩვენებენ გარშემომყოფთ და ამაყობენ, მაგრამ რით? ქალის გამაგიჟებელი ფორმებითა და ტანით.

8. ლამაზი სახე!

როგორც ამბობენ, ლამაზ სახეს აპატიებენ ყველაფერს. უნდა ვაღიაროთ, რომ მამაკაცები ეძებენ ქალს, რომლის დანახვა თვალსაც ახარებს და სხვა რამესაც :D

7. გულწრფელობა და ნდობა!

როცა თამაში მთავრდება, გამარჯვებული გამოცხადებულია და მაყურებლებიც ტოვებენ არენას, გვჭირდება ისეთი მეგობარი, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ. ყველაზე ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობები სწორედ ამ ორ თვისებაზეა დაფუძნებული. როგორი საწყენიც არ უნდა იყოს ხშირად ძალიან გვიან მიდის ადამიანი ამ აზრამდე.ამიტომ ამბობს ურთიერთობების ფსიქოლოგიის უმთავრესი კანონი, რომ თუ გსურთ ქალის ნდობა მოიპოვოთ თავად უნდა ენდოთ მას:)

6. პატივისცემა!

ყველაზე ნაკლებად მამაკაცს ის ქალი სჭირდება, რომელიც მას პატივს არ სცემს და სულელად გამოჰყავს, განსაკუთრებით ხალხში. არაფერია სასირცხვილო იმაში, რომ მამაკაცები, თავისი სიამაყის გამო, მტკივნეულად ღებულობენ კრიტიკას. თუმცა საყვარელი ადამიანის კონსტრუქციულ და სწორ კრიტიკას შეუძლია დაეხმაროს მამაკაცებს გახდნენ უკეთესი ქმრები, საყვარლები და უბრალოდ....ადამიანები:)

image5. იუმორის გრძნობა!

მამაკაცებისთვის ქალის ეს თვისება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ისინი მუშაობენ, ბევრ რამეს ეგუებიან და სჭირდებათ ქალი, რომელიც შეძლებს მათ გაღიმებას, როდესაც საქმეები ცუდად მიდის და მის გაცინებას, როდესაც მამაკაცს ყველაზე მეტად უჭირს.

4. ჭკუა და თავდაჯერებულობა!

მართალია, ჩვენი წინაპრები უპირატესობას ჭკვიან და განათლებულ ქალებს ანიჭებდნენ, მაგრამ ვთქვათ სიმართლე, რომელიც საერთოდ არ მოსწონთ ფემინისტებს-მამაკაცებს არ სჭირდებათ ჭკვიანი ქალი. ბოლოს და ბოლოს ეშინიათ იმის, რომ მათი მეორე ნახევრები დაუმორჩილებლები გახდებიან.თუმცა დღეს, საბედნიეროდ ეს წარმოდგენა ცოტათი შეიცვალა და ქალის განათლებას მეტი სერიოზულობით დაუწყეს ყურება:D

3. ენერგიულობა!

როცა მამაკაცს სრულყოფილი პარტნიორი სჭირდება, მან უნდა ეძებოს ქალი, რომელიც მას სტიმულს მისცემს და არ მისცემს უფლებას გაჩერდეს მიღწეულზე. ქალები ძლიერი ნებით ჯიუტები და დაუმორჩილებლები არიან, მაგრამ დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული ქალი ცხოვრებისეული ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა

2. ოქროს გული!

ეძებთ ხანგრძლივ, მყარ ურთიერთობებს? ქალი ასეთი ხასიათით თქვენი მრჩეველი გახდება, დაგეხმარებათ რთულ დროს და მოგეფერებათ როცა სითბო ყველაზე მეტად არის საჭირო:)

1. სიყვარული!

კი, არსებობს ბევრი რამ, რაც მამაკაცს ბედნიერს ხდის, ზოგი დავწერე ზოგიც ვერა, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ურთიერთობა იწყება 1 პაემანი თაფლობის თვედ იქცევა ხოლმე ყველაფერი უმნიშვნელო ხდება სიყვარულის გარდა:)

თუმცა მე ჩემი აზრი მაქვს....ქალი ყველაზე ლამაზი მაშინაა როდესაც საყვარელი ადამიანის სიყვარულით სავსე ღიმილს ხედავს!:)

4
617
4-ს მოსწონს
ავტორი:მალიი
მალიი
617
  
2013, 29 მარტი, 6:52
ისე წამიხდა ყველაზე წარმოდგენა თავი მოვაწონო კი არა,ზოგჯერ ლამის გული ამერიოს ადამიანებზე :)იმედი მაქვს დროებითია და გამივლის ;დდ;
2012, 14 აგვისტო, 0:11
ჰოო კიი ..გეთანხმებიი:D..ეგეც მართალია;D
2012, 8 აგვისტო, 21:12
ეგ ერთერთია თორე მარტო ოწროს გულით ვერ გახვალ სამწუხაროდ :P :D
2012, 8 აგვისტო, 9:37
ოქროს გული!;Dმაგარია მეტი რგა უდნა კაცს;P
0 1 4